გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:
- კვირის დასაწყისში საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. 7 მაისიდან ამინდი გამოკეთდება და ტემპერატურა მოიმატებს.
თბილისში სამშაბათის დღის მეორე ნახევრამდე იწვიმებს. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა +18, +21 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკური სიტუაცია იცვლება. ამიტომ, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შუადღის საათებში შესაძლოა, მცირე, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, რაც ტემპერატურაზე არ იმოქმედებს. 7 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით დედაქალაქში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.
დასავლეთ საქართველოში სამშაბათის დღის პირველ ნახევრამდე უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია, ელჭექიც განვითარდეს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში +14, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 მაისიდან კვირის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ ერთს გამოვყოფ - 8 მაისს, შუადღის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა განვითარდეს, რაც ტემპერატურაზე არ იმოქმედებს. +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში კვირის განმავლობაში +24, +26 გრადუსია ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოშიც 7 მაისიდან ტემპერატურის მომატებასა და უნალექო ამინდს ველოდებით. დაახლოებით, +26, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება. კვირის ბოლოდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა,ხათუნა ქოქოსაძემ კი მაისის თვის ზოგადი პროგნოზი მოგვაწოდა:
- დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე თვის საშუალო ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან ერთი გრადუსით მაღალი და მასთან ახლოსაა. დასავლეთის მთაში თვის საშუალო ტემპერატურა +16, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. მაღალ მთაში კი +11, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, თვის საშუალო ტემპერატურა +15, +18 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, კახეთში +16, +17 გრადუსის ფარგლებში, მთაში +14, +15 გრადუსი, მაღალ მთაში +10, +12 გრადუსი, რაც საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე ერთი გრადუსით მაღალი და მასთან ახლოსაა.
ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე +31, +34 გრადუსამდე მოიმატოს. მთიან რაიონებში +29, +32 გრადუსამდე, მაღალ მთაში +25, +28 გრადუსამდე.
ცალკეულ დღეებში ქართლსა და კახეთში შესაძლებელია, ტემპერატურამ +29, +33 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში +27, +30 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი +23, +26 გრადუსამდე.
დასავლეთ საქართველოში სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლებელია, +11, +8 გრადუსამდე იყოს. მთაში +4, +1 გრადუსამდე, მაღალ მთაში +2, -1 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, ცალკეულ დღეებში ღამის საათებში შესაძლებელია, ტემპერატურამ +7, +4 გრადუსამდე დაიკლოს. კახეთში +9, +6 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, მთაში +3, 0 გრადუსის ფარგლებში, მაღალ მთაში -1, -4 გრადუსამდე შეიძლება, დაიკლოს ტემპერატურამ.
ნალექები საშუალო მრავალწლიური მაჩვენებლის ნორმის ფარგლებში იქნება.
7 მაისიდან 11 მაისამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 11 მაისის დღის ბოლოდან კვლავ გაწვიმდება, რაც 14 მაისამდე შენარჩუნდება.