მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება - პატარა მაყურებელს კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა ელის. - მშობლები

მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება - პატარა მაყურებელს კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა ელის.

2025-05-07 11:06:20+04:00

მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. პატარა მაყურებელს კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა ელის.

16 მაისს 19:00 საათზე, 17, 18, 24, 31 მაისს 13 საათზე

წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით, რეჟისორ კოტე მირიანაშვილის მიერ დადგმული „ ნატვრისთვალი“. სპექტაკლი-ზღაპარი ადამიანურ სიკეთესა და გულმოწყალებაზე მოგვითხრობს.

ქართულ ზღაპრებში ერთ-ერთი ყვე.ლაზე ძლიერი იარაღი ყოვლისშემძლე ქვა-ნატვრისთვალია. სპექტაკლის პერსონაჟის , ნიკა-ბიჭის მთავარი იარაღი კი მისი კეთილი გულია, რომლის მეშვეობითაც უამრავ სიკეთეს აკეთებს: ცხოველებს წამებისგან იხსნის, დრაკონუკაც კი შეიბრალა, დაიხსნა, სამაგიეროდ დედა-დრაკონისგან საჩუქრად ნატვრის თვალი მიიღო. მისმა დიდმა გულმა ქვასაც მოულბო გული და აალაპარაკა.

სპექტაკლის მხატვარია დავით პოპიაშვილი, კომპოზიტორი დავით მალაზონია, ქორეოგრაფი ნიკო ნანიტაშვილი, სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძე, რეჟისორის თანაშემწე ნატალია არველაძე.

მონაწილეობენ: მაკა ბარდაველიძე, ელენე დარჩია, ნინო ლეჟავა, ნინო პაპიაშვილი, ნია ტოგონიძე, თამარ ტყემალაძე, ქეთი ჩაჩუა, მარიამ ხუხუნაიშვილი, ედმონ გაბედავა,კახა გაბელაია, გიორგი გოგიშვილი, ლაშა გრძელიძე,პაატა კიკვაძე, პაატა მხეიძე, გიორგი ჯიქურიძე.

R