ჩვილი ბავშვის მშობლები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვის წამოტირებისა და ჭირვეულობის მიმართ. ხოლო როცა კოლიკის პრობლემაა, ახალგაზრდა მშობლები ძალიან ნერვიულობენ.
კოლიკა მუცლის შეტევითი ტკივილია, რომელიც ტალღებად მოდის — ანუ ხან ტკივა, ხან გადადის, და ასე გრძელდება პერიოდულად.
ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული რამდენიმე შესაძლო ფაქტორია:
ამ თემაზეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი ადამიანისათვის საყვარელი პედიატრიყარამან ფაღავაჩვენი საიტისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.
„ნაწლავებში დაგროვილი აირები მტკივნეულ სპაზმს იწვევს და სწორედ ამას ჰქვია ჩვილთა კოლიკა. ის უხშირესად 2 თვიდან 8 თვემდე გვხვდება. ერთი ფაქტია საინტერესო, აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ბავშვი ყოველთვის დედასთანაა, კოლიკა ნაკლებად აწუხებთ. რა თქმა უნდა, თანამედროვე დედებს ვერ ვეტყვი, რომ 24 საათის განმავლობაში შვილი სულ ხელში აყვანილი ჰყავდეთ, მაგრამ გამოხატული კოლიკის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხელში აყვანა, მუცელზე ხელის დადება, დამშვიდება. როცა ქალი ძალიან აგზნებული და განერვიულებულია, თითქოს ბავშვი გრძნობს ამას და უარესად ტირის. პირველ რიგში, აუცილებელია დედამ თავს მიხედოს. არ მიირთვას ის საჭმელები, რომლებიც აირების დაგროვებას იწვევს. არ უნდა მიიღონ ლობიო, კომბოსტო, ჭარბი რაოდენობით შაქარი. თბილი აბაზანა, ხელის შეხება მუცელზე, დედის მუცელთან მიხუტება ხშირად შველის ბავშვს. რაც მთავარია, დედა მშვიდად უნდა იყოს. მაშინ ეს სიმშვიდე შვილზეც გადავა. თუ ეს ღონისძიებები შედეგს არ გამოიღებს, ბუნებრივია, ექიმთან უნდა წაიყვანონ“ - ამბობს ყარამან ფაღავა.
როდის არის საჭირო ექიმი?
საშიში ნიშნებია: