საქართველოში ექიმებმა უთხრეს, რომ მის 8 წლის შვილს წანაზარდები ჰქონდა, შესაძლოა ავთვისებიანიც, თურქეთში კი აღმოჩნდა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია - რას ჰყვება ბავშვის დედა - მშობლები

საქართველოში ექიმებმა უთხრეს, რომ მის 8 წლის შვილს წანაზარდები ჰქონდა, შესაძლოა ავთვისებიანიც, თურქეთში კი აღმოჩნდა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია - რას ჰყვება ბავშვის დედა

2025-05-07 15:28:36+04:00

ლიკა მეგუთნიშვილი,ჰყვება, რომ მის 8 წლის შვილს საქართველოში ექიმებმა ფარისებრ ჯირკვალთან რამდენიმე პათოლოგიური წანაზარდის დიაგნოზი დაუსვეს და ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის ავთვისებიანი სიმსივნე ყოფილიყო. თუმცა, თურქეთის კლინიკაში გადამოწმებისას, აღმოჩნდა რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.

“ხელში მიჭირავს ყველა ის კვლევა, რაც ჩავიტარეთ საქართველოში და მითხრეს ალექსანდრაზე, რომ ფარისებრთან ახლოს ჰქონდა რამდენიმე წარმონაქმნი. რომელიც შეიძლება ყოფილიყო კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გადავამოწმეთ თურქეთში. არანაირი წარმონაქმნი, არანაირი პრობლემა, არაფერი არ აქვს ჩემს შვილს.

რატომ დავიწყე გამოკვლევების ჩატარება? ამის მიზეზი არის ის, რომ დაეწყო ოფლიანობა. ალექსანდრა არის 8 წლისა და 6 თვის დაახლოებით. მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო ნორმალური. თურმე ამ ასაკში ბავშვებს დაწყებული აქვთ მომწიფების პერიოდი და ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური", - აცხადებს მეგუთნიშვილი და დიაგნოზს დეტალურად აცნობს საზოგადოებას, სადაც აღწერილია წარმონაქმნები.

მისი თქმით, ექოსკოპიის გადაღების შემდეგ ექიმმა ის კონკრეტულ ენდოკრინოლოგთან გადაამისამართა.

“ოთახში ვისხედით ბავშვთან ერთად და ენდოკრინოლოგი მეუბნება ასეთ რაღაცას: შეიძლება, 90-95% შეიძლება ეს იყოს კეთილთვისებიანი, მაგრამ დანარჩენი პროცენტი ავთვისებიანი... მომენტალურად გავხდი ცუდად. ეს იყო წარმოუდგენელი რამ ჩემთვის. დავდექი საშინელი ფაქტის წინაშე. ბავშვმა დაინახა ტირილი რომ დავიწყე და მას შემდეგ ყოველ დღე თვალებში მიყურებდა, - დე, თვალი სველი გაქვს? განაგრძეთ კითხვა