ბიჭი, რომელსაც თბილისში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - მშობლები

ბიჭი, რომელსაც თბილისში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2025-05-08 09:21:26+04:00

19 წლის ალექსეი რუდიანსკი, რომელსაც ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

ახალგაზრდა თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე ორი დღის წინ გაუჩინარდა. სახლიდან 5 მაისს დღის მეორე ნახევარში გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

სამძებრო სამუშაოებში ოჯახთან ერთად ჩართული იყო პოლიცია.

ambebi.ge