ინდოეთის უმდიდრესი მამაკაცის ქალიშვილი Met Gala-ზე  დედის კოლექციიდან 80-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამით გამოჩნდა, მისი სამოსის შესაქმნელად კი დიზაინერებმა 15 ათას საათზე მეტი დახარჯეს - მშობლები

ინდოეთის უმდიდრესი მამაკაცის ქალიშვილი Met Gala-ზე  დედის კოლექციიდან 80-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამით გამოჩნდა, მისი სამოსის შესაქმნელად კი დიზაინერებმა 15 ათას საათზე მეტი დახარჯეს

2025-05-08 09:26:57+04:00

ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის ქალიშვილმა, იშამ, Met Gala-ზე ფილმიდან "ოუშენის 8 მეგობარი" ენ ჰეთევეის პერსონაჟის მსგავსი ყელსაბამი მოირგო და ყველას ყურადღება მიიპყრო.

ღონისძიებაზე იშა არაერთი ბრილიანტისგან დამზადებული ყელსაბამით გამოჩნდა. ცენტრალური 80-კარატიანი ქვაა, გარშემო კი შედარებით პატარა ბრილიანტებია. ყველა ბრილიანტი იშას დედის, ნიტას, საცავიდანაა. სწორედ აღნიშნული ყელსაბამი გამოიყენეს ინსპირაციისათვის, რომ ფილმში ენ ჰეთეუეის პერსონაჟისათვის სამკაული შეექმნათ.

3-1746682284.3.jpg

აღსანიშნავია, რომ იშას სამკაული Cartier-ის ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამის ასლია და ის ნავანაგარის მაჰარაჯას ეკუთვნოდა. ამავდროულად, დიზაინერ ანამიკა ხანას თქმით, იშას Met Gala-ს ლუქის შესაქმნელად 15 ათასი საათი დასჭირდათ…

1-1746682302.1.jpg

იშა ამბანი მუკეშ ამბანის ერთადერთი ქალიშვილია. 2008 წელს Forbes-მა ის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მემკვიდრეების სიაში შეიყვანა. 2014 წლიდან იშა მამის შვილობილი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრია. 2022 წელს ის Reliance Retail-ის ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით ინდოეთში 100-ზე მეტი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ასევე, ის მუმბაიში დიდ სავაჭრო ცენტრსაც ფლობს. 2018 წელს მილიარდერ ანანდ პირამალზე დაქორწინდა. წყვილს 2022 წელს ტყუპი შეეძინა.

2-1746682315.2.jpg

მუკეშ ამბანი აზიის უმდიდრესი ადამიანია. ასევე, ის მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა შორის მე-11 ადგილს იკავებს. მაგნატი მართავს Reliance კონგლომერატს, რომელიც მისმა მამამ, დჰირუბჰაი ამბანიმ დააარსა. მისი ქონება ამჟამად 115 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

anant-ambani-wedding-traffic-restrictions-1720880347-1746682432.jpg

გასულ წელს მედიაში მისი ერთ-ერთი ვაჟის ქორწილი აქტიურად განიხილებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ კარდაშიანების ოჯახი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემი და სხვა ცნობილი სახეები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცერემონია დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაჯდა, თავად ზეიმი კი თითქმის ექვსი თვე გაგრძელდა...