ცნობილი მსახიობის,დათო დარჩიას ყოფილი მეუღლე, ვიქტორია ბუხნიკაშვილიგულახდილად საუბრობს ჟურნალ "სარკესთან" თავის ცხოვრებაზე. ოჯახი, ორი შვილი, თითქმის 25-წლიანი თანაცხოვრება და მოულოდნელი განქორწინება - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ამბისა, რომელსაც ქალბატონი ვიქტორია მკითხველს უზიარებს. წლების განმავლობაში მისი განსაკუთრებული ტორტები ამშვენებდა თბილისის ელიტურ წვეულებებს, ახლა კი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და ძმასთან ერთად საკუთარი საკონდიტროს გახსნას გეგმავს. ინტერვიუში ვიქტორია იხსენებს დათო დარჩიასთან გაცნობის ისტორიას, საუბრობს მათ ურთიერთობაზე განქორწინების შემდეგ და იმ მოტივებზე, რამაც მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე
- თითქმის 25 წელი იყავით ერთად, საუკეთესო წყვილად ითვლებოდით, ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო თქვენი განქორწინების ამბავი...
- წლებთან ერთად რაღაცები იწურება, მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის დედასთან ცხოვრობს, მე ცალკე ვარ. ეს ბინა დათომ მე მაჩუქა.
- თქვენ თუ შვილებს?
- არა, პირადად მე მაჩუქა. ადგა და ბინა გადმომიფორმა.
- მიუხედავად იმისა, რომ გაშორებულები ხართ, მაინც გკითხავთ, როგორი იყო თქვენი გაცნობის ისტორია...
- ჩვეულებრივი, თეატრალურის ბუფეტში გავიცანით ერთმანეთი. თავიდანვე მომეწონა, ჩანდა, რომ ნიჭიერი ბიჭი იყო. მერე მისი სპექტაკლი ვნახე და გადავირიე. ერთმანეთი რომ გავიცანით, ისე აეწყო, სიყვარულიც მოვიდა. ბოლოს ერთ მშვენიერ დღეს დავრჩი დათოსთან სახლში. მაშინ 20 წლის გოგონა ვიყავი, დათო 24 წლის იყო.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ურთიერთობაში პრობლემა არ გვქონია. თავიდან რატომღაც ასე გადავწყვიტე, რომ დათოსთვის ხელი შემეწყო. განაგრძეთ კითხვა