"როცა მეუღლე გარდამეცვალა, ზაზა 13 წლის იყო. მეგონა, თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როდესაც დედა ხარ - არ გაქვს სისუსტის უფლება..." - მარინა კოდუა-ფაჩულია - მშობლები

"როცა მეუღლე გარდამეცვალა, ზაზა 13 წლის იყო. მეგონა, თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როდესაც დედა ხარ - არ გაქვს სისუსტის უფლება..." - მარინა კოდუა-ფაჩულია

2025-05-10 11:03:47+04:00

ცნობილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა მარინა კოდუა-ფაჩულია ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა. როგორც ცნობილია, ქალბატონი მარინა ადრე დაქვრივდა და მარტოს მოუწია შვილის გზაზე დაყენება. ის იხსენებს, როგორ გარდაიცვალა მისი მეუღლე და როგორ ცდილობდა, ეს ტრაგედია ზაზას ნაკლებად შეხებოდა:

- ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ერთად, 15 წელი. ინფარქტით გარდაიცვალა... ზაზა მაშინ 13 წლის იყო, მე - 39-ის... მეგონა თავზე დამემხო ყველაფერი, მაგრამ როდესაც დედა ხარ - არ გაქვს სისუსტის უფლება... დაკრძალვის მესამე დღეს გავიყვანე აიეტი - ასეთი ტელევიზია იყო მაშინ. ალბათ მეზობლები ფიქრობდნენ, რომ ვერ ვიყავი კარგად, თუმცა ეს ზაზასთვის გავაკეთე, რომ ეს უდიდესი ტრაგედია მას ნაკლებად შეხებოდა.

როგორც ცნობილია, ზაზა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, როგორც წარმატებული კალათბურთელი. იქვეა მისი ოჯახი - მეუღლე, თიკა ალავიძე-ფაჩულია და ოთხი შვილი.

ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო.... - როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!
მე და ჩემი მეუღლე სულ ვფიქრობთ, რომ ბავშვებს მოტივაცია არ დაეკარგოთ, რაღაცის ნატვრა ჰქონდეთ... მინდა, შრომა დააფასონ, მადლიერების განცდა ჰქონდეთ - ზაზა ფაჩულია შვილების აღზრდის შესახებ