მეგან მარკლის რეცეპტმა მისი შოუდან კინაღამ მაყურებელი იმსხვერპლა - დაზარალებულმა ჰერცოგინიას უჩივლა და 10 მილიონ დოლარს სთხოვს - მშობლები

მეგან მარკლის რეცეპტმა მისი შოუდან კინაღამ მაყურებელი იმსხვერპლა - დაზარალებულმა ჰერცოგინიას უჩივლა და 10 მილიონ დოლარს სთხოვს

2025-05-10 12:10:58+04:00

ამერიკელი ქალი მზადაა სასამართლოში უჩივლოს ჰერცოგინიას მას შემდეგ, რაც მისი ახალი შოუდან აბაზანის მარილის რეცეპტი გამოიყენა. დაზარალებული ქალი ძლიერი დამწვრობების გამო ნორმალურად ტანსაცმელსაც ვეღარ იცმევს.

Netflix-ზე მეგან მარკლის შოუს ერთ-ერთი ეპიზოდი მოულოდნელად იურიდიულ სკანდალში გადაიზარდა — დამწვრობებით, წყლულებით და 10 მილიონი დოლარის სარჩელით.

როგორც Radar Online იუწყება, ამერიკელმა რობინ პატრიკმა, შოუში ნანახი მარკლის შინაური აბაზანის მარილის რეცეპტი მოისმინა და მისი გამეორება გადაწყვიტა. საბოლოოდ კი დამწვრობა მიიღო. ახლა ის აცხადებს, რომ ჰერცოგინიამ, Netflix-მა და საპროდიუსერო კომპანია Archewell Productions-მა სასამართლოში პასუხი უნდა აგონ.

შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში მეგანი ჰყვება, თუ როგორ დაამზადა აბაზანის მარილი საჩუქრად თავისი მეგობრისა და ვიზაჟისტის, დენიელ მარტინისთვის. კადრში ის იყენებს ნატურალურ ინგრედიენტებს: ინგლისურ მარილს (ეპსომის მარილი), ჰიმალაის მარილს, არნიკის ზეთს და ლავანდის ეთერზეთს.

პატრიკმა, რომელმაც გადაწყვიტა "სამეფო" აბაზანით თავის განებივრება, მოიმარაგა ეს ინგედიენტები და ნარევი თბილ წყალში გახსნა.

"თავდაპირველად მსუბუქი წიწკნა ვიგრძენიგანსაკუთრებული დისკომფორტის გარეშე", — უამბო მან ჟურნალისტებს.

თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა: "როდესაც წყალმა ჩემს ფეხებსა და დუნდულებს მიაღწია, დაიწყო წვა და შესამჩნევი დისკომფორტი. მაშინვე ავდექი და ხელით ავრიე შემადგენლობა — და მაშინვე ვიგრძენი ახალი წვა ხელისგულზე".

პროცედურის შემდეგ რობინმა ლოსიონის საშუალებით სცადა ტკივილის მოხსნა, მაგრამ ეს არ დაეხმარა. მხოლოდ ლიდოკაინის სპრეიმ შეამსუბუქა მდგომარეობა მოკლე დროით. მაგრამ საღამოს შხაპის მიღებისას, როდესაც წყალი კვლავ მოხვდა კანზე, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა: სხეულზე გაჩნდა მტკივნეული წყლულები და ბუშტუკები, ხოლო დაზიანებული ადგილები "თითქოს შიგნიდან იწვოდა". ახლა, პატრიკის თქმით, კანი ჯერ კიდევ არ შეხორცებულა: "მტკივა ტანსაცმლის შეხებისას, ჯდომისას, შეუძლებელია შხაპის მიღება. ეს ყველაფერი ხელს მიშლის ცხოვრებაში და მეშინია ინფექციის ან სეფსისისაც კი. მაქვს დიაბეტი, შესუსტებული მაქვს კანის მგრძნობელობა და გართულებების რისკი ძალიან მაღალია".

რობინმა სარჩელი შეიტანა, რომელშიც აცხადებს მძიმე ფიზიკური და ემოციური ტრავმის შესახებ, მარკლს და მის პროდიუსერებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უგულებელყოფაში ადანაშაულებს და მინიმუმ 75,000 დოლარს ითხოვს სამედიცინო ხარჯებისა და მორალური ზიანისთვის, ასევე 10 მილიონ დოლარს კომპენსაციის სახით.

"მეგანს უნდა გამოეჩინა სიფრთხილე და გაეფრთხილებინა მაყურებლები შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ, განსაკუთრებით ეთერზეთებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ერთადერთი — ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები, და შეიძლება ისინიც დაზარალდნენ", — განმარტა პატრიკმა.

ჯერჯერობით სარჩელი სასამართლომდელი მოლაპარაკებების ეტაპზეა. პატრიკმა აღნიშნა, რომ მზადაა საქმე მშვიდობიანად მოაგვაროს, თუ ფინანსურ შეთანხმებას მიაღწევენ.

პრეტენზიებზე უკვე მოვიდა ოფიციალური პასუხი. მეგან მარკლის ადვოკატმა, კემერონ სტრეიჩერმა, 22 აპრილს გაგზავნილ წერილში შეახსენა, რომ ეპსომის მარილის გამოყენება უკუნაჩვენებია დიაბეტის დროს ექიმის კონსულტაციის გარეშე. და დაამატა: "ეს იყო თქვენი პირადი არჩევანი — უგულებელყავით შეფუთვაზე გაფრთხილებები და მარილი დამოუკიდებლად დაამზადეთ. შოუდან ვერავინ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ქმედებაზე".

იურისტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ასეთი შედეგების წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობა გამორიცხავს დაუდევრობის სარჩელის საფუძველს. მისი თქმით, არც Netflix-ს, არც Archewell Productions-ს, არც თავად მეგანს არ დაურღვევიათ კანონი ან ელემენტარული სიფრთხილის წესები.

სკანდალის მიუხედავად, Netflix-მა უკვე გაახანგრძლივა შოუ "სიყვარულით, მეგანი" და მეორე სეზონი დაამტკიცა. აშკარაა, რომ პლატფორმა დარწმუნებულია პროექტის წარმატებაში და არ ეშინია პოტენციური სასამართლო დავის. ჯერჯერობით მარკლს ამ სიტუაციაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.