ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ადგილობრივებს ძალიან უყვართ და "მატადორს" იქ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მათ შორის, მსოფლიო ვარსკვლავები. ამჯერად ერთ-ერთ ესპანურ გადაცემაში სტუმრად მისულს სიურპრიზად ანტონიო ბანდერასი ჩაერთო პირდაპირ ეთერში.