სულ ცოტა დრო რჩება სასწავლო წლის დასრულებამდე. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ამ დღის აღსანიშნად, როგორც წესი, ბანკეტს იხდიან. ნაწილი მოგზაურობას ამჯობინებს. ზოგიერთი საერთოდ გაუმართლებლად მიიჩნევს ამ ხარჯებს.
ორივე შემთხვევაში ხარჯები საკმაოდ დიდია. ვინაიდან სასკოლო ბანკეტი დღეს ბევრ ოჯახში აქტუალური თემაა, გადავწყვიტეთ, მშობლებისთვის გვეკითხა, როგორ აღნიშნავენ მათი შვილები სკოლის დამთავრებას, რა უჯდებათ ეს სიამოვნება და რას ფიქრობენ ბანკეტის საჭიროებაზე.
- „გეთანხმებით, რომ ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი და ყველას არ აქვს საშუალება, სამწუხაროდ. თუმცა არის დედების კატეგორია, რომლებიც თვეში სამჯერ ფრჩხილებს იკეთებენ, რაც მინიმუმ 70-80 ლარი ჯდება და როდესაც ექსკურსიას ეხება საქმე, უკვე თანხებზე წუწუნებენ. მე ამას გაჭირვებას არ ვუწოდებ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ენანებათ თუ უჭირთ, ეს უკვე პირდაპირ ჩანს.“
- „ ევროპა გინდათ, მაგრამ ამათი წესები არ მოგწონთ. სკოლის დამთავრებას არც აღნიშნავენ. უნივერსიტეტს რომ ამთავრებენ, დაფნის გვირგვინს იხვევენ თავზე. უახლოეს ერთს ან ორ მეგობარს პატიჟებენ და ოჯახის წევრები ისადილებენ ბარში ერთად. არავითარი განსაკუთრებული რამე. ვერ ვიჯერებ საქართველოში მცხოვრებს ამათზე მეტი ფული აქვთ ანგარიშზე? რატომ უტეხავთ გულს მშობლები ზოგიერთები ისეთ ბავშვებს, ვის მშობელსაც არ აქვს ფული? აქედან იწყება ზუსტად შური და ღვარძლი. თქვენ ხდით შვილებს უგულოებს“.
- „მე ის მაინტერესებს, ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში ყველა მშობელი როგორ ახერხებს ასეთ არანორმალური თანხების მოძიებას? ხომ შეიძლება, მინიმალურით დაკმაყოფილდნენ და შედარებით შეჭირვებული ბავშვების მდგომარეობაც გაითვალისწინონ?“
- „ყველა მშობელი ვერ ახერხებს არანორმალური თანხების მოძიებას, ვის აინტერესებს შეჭირვებული ბავშვების მდგომარეობა. გაწვებიან, იძულებული ხარ, ბავშვი არ ჩამოტოვო და სესხულობ. წარმოიდგინე, ერთ-ერთ სკოლაში 2000 ლარი იკრიბება თითო ბავშვზე.“
- „ბავშვებმა გადაწყვიტეს საქართველოში ერთ-ერთ კურორტზე წასულიყვნენ სამდღიან ექსკურსიაზე მშობლებთან (სურვილის მიხედვით)ერთად.“
- „რატომ არ უნდა ჰქონდეთ ბანკეტი, ვერ გავიგე, გამოიპრანჭონ და იქეიფონ, აბა რაა... მე რომ დავამთავრე, მაშინ უფრო გაჭირვება იყო, მაგრამ აკეთებდნენ ამდენს არ წუწუნებდნენ... 2 - 3 წლით ადრე რომ დაიწყო 5-5 ლარის შეგროვება შვილის ბანკეტისთვის, ეგ ჯობია მერე წუწუნს. აბა ჩემს ოჯახს რომ საშუალება არ ააქვს, არც თქვენ ჩაიცვათ დაიხუროთ და არ იქეიფოთ?“
- „გაგიჟდება ადამიანი რა, საკაუთარ შვილს 12 წელში ერთხელ რაღაც გაუკეთოს ადამიანმა და ამაზე 12 წელი იწუწუნოს, არ გამიგონია… თვეში რომ 10 ლარი გადადონ ამისთვის იმ 12 წელში, 1440 ლარია და სრულიად ეყოფათ რა!“
- „ბანკეტები უფრო შეჯიბრებად გადააქციეს, ვის უფრო ძვირად ღირებული აცვია და ვინ მეტს დახარჯავს“
- „ბანკეტით,ჯერჯერობით, ორიათასს გადავცდი, შეიძლება სამამდე ავიდე.“
- „ფულის ხარჯვა და რისთვის, სკოლის დამთავრებამდე ერთმანეთთან არც კონტაქტობენ, აბულინგებენ და ბანკეტზე რა სასწაული უნდა მოხდეს ასეთი“.
- „ყველაზე მეტად მაოცებს ის ფაქტი, რომ სულ წუწუნებს ყველა, ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაშიო და მერე ბანკეტებისთვის სესხებს იღებენ და ტყავიდან ძვრებიან. ერთს არავის მოაფიქრდა, სიმბოლურად აღნიშნონ ეს დღე და ისე დაამახსოვრონ შვილებს. არა! პირიქით, ერთმანეთის ჯინაზე ვინ უფრო ძვირიან მაკიაჟს, კაბას, კოსტიუმს თუ მანქანას მოიხდენს, ამაზე არიან გაფაციცებულები. დედები კიდევ შვილებზე მეტად არიან ამ პროცესში ჩართულები, ვინ უფრო "ფეშენ" იდეას წამოაყენებს. არადა ევროპელობა გვინდაო და ზუსტად იმ ევროპა-ამერიკებში არ აქვთ ასეთი მეტიჩრული ჩვევები. იმედია, ჩემი შვილების ბოლო ზარამდე შეიცვლება ეს მანკიერი აზროვნება ჩვენში.“
- „600 ლარი ჯდება ბანკეტიც და ბოლო ზარიც თავისი ღონისძიებითა და ფოტო-ვიდეო გადამღებით,
- მეტი ნამდვილად არცაა საჭირო“.
- „გერმანიაში ვიყავი სკოლის დამთავრების ბანკეტზე. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩვენთან. თავიდან მშობლები სტუმრები მასწავლებლები ვიყავით იქ. პროგრამა ჰქონდათ დამშვიდობების. მერე უფროსები წამოვედით და ბავშვებმა იქეიფეს გვიანობამდე. მაინტერესებს, ვინც წერს, ევროპაში არ არის ესო თუ ჰქონიათ საერთოდ შეხება სკოლადამთავრებულ ბავშვებთან და საიდან მოაქვთ ეს სისულელე?
- „სასწაული სუფრა კარგ რესტორანში კაცზე მაქსიმუმ 200 ლარი დაჯდეს, თუ სახლს იქირავებენ, კიდევ უფრო იაფი დაუჯდებათ 1 ადამიანზე, ეს 2000-ები საიდან მოგაქვთ?“
- „უნივერსიტეტს ამთავრებენ და ბანკეტის ვალი არ აქვს ზოგს გადახდილი.... არავის ვკიცხავ, მეც ამ დღეში ვიქნები.“
- „ბაღის დამთავრება ჯდება 300 ლარი,მე-4 კლასის დახურვა 500-600 ლარი, სკოლის დამთავრება 3000 ლარი. ხელფასი მაქვს 500-600 ლარი.
- პირდაპირ დავიბადო მკვდარი, ხომ ჯობია.აბა ამდენ რამეს რომ გამოაკლებ შვილს, ათასჯერ სიკვდილი არ აჯობებს?