„იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი“ - მარო მაყაშვილმა თავისი დღიურის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დატოვა - მშობლები

„იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი“ - მარო მაყაშვილმა თავისი დღიურის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დატოვა

2025-05-13 17:20:44+04:00

დღეს მარო მაყაშვილი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა, ოკუპაციის მსხვერპლი და საქართველოს ეროვნული გმირი. 1921 წლის 19 თებერვალს, ის მოწყალების და იყო, რომელიც თავისი დაჟინებული სურვილით იდგა თბილისში, იქ, სადაც ზარბაზნები ხმაურობდნენ. კიდევ უფრო ადრე, 1918 წელს თინეიჯერი იყო, რომელსაც ძალიან ბევრი მიზანი, ოცნება და გულისტკივილი ჰქონდა. სწორედ ამ დროს ის წერდა დღიურს, რომლის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დარჩა. მარო ყვებოდა თავის ემოციებზე, სწავლაზე, წიგნებზე, მოგზაურობასა და მომავალ პროფესიაზე. ფიქრობდა პოლიტიკაზე და ქალების უფლებებზე, გვიზიარებდა წუხილს საქართველოს ბედზე.

გამომცემლობა „პალიტრა L“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსცემს მარო მაყაშვილის დღიურს, რომელიც თითოეული ქართველი მკითხველისთვის შეუფასებელი შენაძენი იქნება. წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც მარო თავის ჩანაწერებში ახსენებდა. მარო მაყაშვილის დღიურის შეძენას ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 10 ლარად შეძლებთ. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა: „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთა“.

489730562-553836984435675-1255001318366700726-n-1747142632.png

შეიძლება მარო მაყაშვილი სწორედ ამიტომ დარჩა ხალხის მეხსიერებაში ასე მკაფიოდ, რომ დაგვიტოვა გულწრფელი, ემოციით სავსე დღიური, რომლის წაკითხვისას ცხადად ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიულ ფიგურას, არამედ ცოცხალ, ოცნებებით და იმედებით სავსე ახალგაზრდა გოგონას. ამ ჩანაწერებიდან იკვეთება მარო როგორც ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეზე, სიყვარულზე, თავისუფლებასა და სწავლებაზე ჰქონდა ძლიერი სურვილები — როგორც ადამიანი, რომელსაც სჯეროდა მომავლის, მიუხედავად იმისა, რომ ეს მომავალი მან თავად ვეღარ იხილა.

"პალიტრა L" ასევე გთავაზობთ საკოლექციო ლიმიტირებულ გამოცემას, რომელიც მხოლოდ 35 ლარი ეღირება და მის შეძენად ექსკლუზიურად "ბიბლუსის" მაღაზიებში შეძლებთ.

მარო მაყაშვილის ახალი გამოცემა 26 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი.

R