"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულმა წლების წინ კიდევ ერთი 18 წლის ბიჭი ქუ­ჩა­ში ხალ­ხის თვალ­წინ ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა... - "სადისტურად მომიკლა შვილი...18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან" - მშობლები

"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულმა წლების წინ კიდევ ერთი 18 წლის ბიჭი ქუ­ჩა­ში ხალ­ხის თვალ­წინ ავ­ტო­მა­ტით ჩა­ცხრი­ლა... - "სადისტურად მომიკლა შვილი...18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან"

2025-05-13 21:16:08+04:00

18 წლის ბიჭის,ალეკო შაკიაშვილისსასტიკი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. დანაშაული "რატის ბარში" ორი დღის წინ მოხდა. ძალოვნებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ცნობილია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებითდაკავებულია, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ივანე გიგლემიანი.სწორედ გიგლემიანმა მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდა ბიჭს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ დანაშაულის თვითმხილველია გიგლემიანის ნათესავიც, რომელიც ამჟამად ბრალდებულის გვერდით ზის. ის შეესწრო ფაქტს, რის შემდეგ ქუჩაში დატოვეს დაჭრილი ახალგაზრდა და მიიმალნენ.45 წლის რატი პაკელიანსაც დაადეს ძალოვნებმა ხელბორკილები, მას პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლომ დღეს შეეფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გიგლემიანმა, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ალეკო შაკიაშვილი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

  • საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა ერთ-ერთ ბრალდებულს, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, დაჭრილი დატოვა და სუფრასთან დატოვა.

ბარში კომენტარს მომხდარზე არ აკეთებენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დანაშაული "რატის ბარის" გარეთ მოხდა და რომ თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ამ ბარში, რამდენიმე თვის წინათაც მოკლეს წარმატებული სპორტსმენი, დედისერთა ბიჭი და მისი მკვლელი ჯერ გასამართლებულიც არ არის.

სასამართლო პროცესზე მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია თავად დამნაშავეს, ის დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული რატი პაკელიანიც.

  • როგორც ცნობილი ხდება, მკვლელობაში ბრალდებული გიგლემიანისთვის ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩადენა უცხო არ არის. 19 წლის ასაკში ჩაიდინა მან სასტიკი მკვლელობა, მაშინაც სრულიად უდანაშაულო, 18 წლის ბიჭი ქუჩაში ხალხის თვალწინ ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ უმძიმეს დანაშაულამდე თურმე მას ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. პირობითი მსჯავრიც მიემატა ახალ სასჯელს, დაემატა იარაღის უკანონო ტარება შენახვა და შეკრებითობის პრინციპით 26 წელი მიესაჯა, მაგრამ რატომღაც ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულმა გიგლემიანმა ციხიდან გამოსვლა მალე შეძლო. განაგრძეთ კითხვა