ეს 10 შეკითხვა სხვადასხვა მიმართულებით თქვენს ზოგად განათლებას შეამოწმებს და მოგცემთ ინფორმაციას იმაზეც, თუ რამდენად კარგად გახსოვთ ისეთი საკითხები, რომლებიც სკოლაში ისწავლება. თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ:
1. რა ჰქვია რუმინეთის დედაქალაქს?
2. რა ჰქვია მსოფლიოში ყველაზე დიდ ცხოველს?
3. რა ერქვა ჰოლივუდის მსახიობს, რომლის გამოგონებებმაც Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა?
4. რა ენაზე საუბრობენ მექსიკაში?
5. პერიოდულ სისტემაში როგორ გამოისახება ვერცხლი?
6. რომელი მხატვარია ნამუშევრის - "გოგონა მარგალიტის საყურით" ავტორი?
7. რომელი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი გახდა ცნობილი ეთიკისა და მორალის შესახებ იდეებით?
8. რა ერქვა ცნობილ ფრანგ სამხედრო ლიდერს, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთის რევოლუციის დროს და ევროპის ნახევარი დაიპყრო?
9. ვინ არის მეცხრე სიმფონიის ავტორი?
10. რა ერქვა ცნობილ ბრიტანელ ნატურალისტსა და ბიოლოგს, რომელმაც ბუნებრივ გადარჩევაზე დაყრდნობით ევოლუციის თეორია შეიმუშავა?