"ხითხითა და სუქანა ნინა ჭოხონელიძე გაქრისტიანდა. ბედნიერება მის შემობრძანებას მართმადიდებლურ სამყაროში" - წერს კომპოზიტორი ნატო გელაშვილი და პატარა ნინას ფოტოებს და ნათლობის ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ნატოს ვაჟმა, მომღერალმა გიორგი ჭოხონელიძემ და მისმა მეუღლემ ანეტა ნიკურაძემ ოჯახურ წრეში მონათლეს მეორე, უმცროსი შვილი და ნათლიად ბებო აარჩიეს.
„ესეც ასე, ჩვენი გოგო მოინათლა. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც გულით გვინდოდა, ძვირფასი, ერთგული და სიყვარულით სავსე ადამიანების ვიწრო წრეში. აი, ასე, უბრალოდ და საოცრად, ჩვენს ნატო ბებოს კიდევ ერთი ულამაზესი სტატუსი მიანიჭა ნინამ.
ნატო ბებო/ნათლია - სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად, ასე ინება უფლის განგებამ. მე მჯერა ამ საოცარი, უსაზღვრო სიყვარულის კავშირის, რაც მათ აქვთ და ვისურვებდი ასეთივე მისაბაძი კაცთმოყვარე და საამაყო გოგო გაზრდილიყოს“, - წერს ანეტა ნიკურაძე.