ქორწინება ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულსა და მხარდაჭერაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თუმცა, ზოგჯერ, მოლოდინი რეალობას ვერ აკმაყოფილებს და წყვილები განსხვავებული მოცემულობის წინაშე აღმოჩნდებიან. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ქორწინება ტკივილისა და იმედგაცრუების წყაროდ გადაიქცეს.
ფსიქოლოგებმა დაასახელეს 5 მკაფიო ნიშანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალი ქორწინებაში ბედნიერი არ არის და გარკვეული პრობლემები აქვს:
თუ ადრე ერთმანეთს სიხარულს, გამოცდილებასა და ოცნებებს უზიარებდით და ახლა გრძნობთ, რომ თქვენს პარტნიორს ეს აღარ აინტერესებს, შინაგანად გაქვთ განცდა, რომ სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ და დიალოგის ყველა თემა ბავშვებზე ან ყოველდღიურ საკითხებზე საუბრით მთავრდება - ეს აშკარა სიგნალია იმისა, რომ ურთიერთობაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც უნდა იყო.
თუ თქვენს მამაკაცში მუდმივად რაღაც არ მოგწონთ, გსურთ ყველა წვრილმანის გამო საყვედური გამოხატოთ, ხშირად ძალიან გაღიზიანებული ხართ და ემოციებს ვერ აკონტროლებთ, მაშინ, სავარაუდოდ:
ა) ან ძალიან ბევრი ილუზია დაგიგროვდათ პარტნიორთან დაკავშირებით და თქვენი მოლოდინები რეალობას არ შეესაბამება.
ბ) ან სრულად ვერ აპატიეთ მას რაიმე წყენა. ამიტომ თქვენში შინაგანი უკმაყოფილება ჩამოყალიბდა, რაც არ გაძლევთ საშუალებას, რომ აღნიშნულ ურთიერთობაში ბედნიერი იყოთ.
აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ინტიმური ურთიერთობები მეუღლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ თქვენს ქორწინებაში ვნება აღარ არის და თქვენი პარტნიორი ამ პრობლემის გადაჭრაზე უარს ამბობს ან ოჯახური ურთიერთობების გარეთ ეძებს კმაყოფილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, კავშირი თქვენთვის ბედნიერი და ჰარმონიული ვეღარ იქნება. ამ პრობლემამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს არა მხოლოდ ურთიერთობაზე, არამედ თქვენს თვითშეფასებაზეც.
ოჯახურ ცხოვრებაში მარტოობის განცდა განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია. თუ პარტნიორთან მუდმივად თავს არასაჭიროდ გრძნობთ, თუ საუბრები ზედაპირული გახდა და თქვენი და თქვენი ოჯახის ყველა პრობლემას დამოუკიდებლად წყვეტთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ურთიერთობა რთულ მდგომარეობაშია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქორწინება პარტნიორობაა, კავშირი, რომელმაც უსაფრთხოების განცდა უნდა უზრუნველყოს.
თუ თქვენი პარტნიორი თქვენს გარეგნობაზე უარყოფით კომენტარებს ხშირად აკეთებს, გამცირებთ, გიკრძალავთ მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობას, დამოუკიდებლად და რადიკალურად წყვეტს, რა ჩაიცვათ რესტორანში, თავად გირჩევთ, იმუშაოთ თუ არა - ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობრივ ურთიერთობაში ხართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - მსგავს მამაკაცს აუცილებლად უნდა გაერიდოთ.