„წარმატება გზაშია - მთავარია გჯეროდეს“ - თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება - მშობლები

„წარმატება გზაშია - მთავარია გჯეროდეს“ - თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

2025-05-16 10:43:36+04:00

ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:

  1. საუკეთესო პროდუქტი2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა4. გამორჩეული როლი რეგიონში5. საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სამი ჯილდოდან ერთ-ერთი:

  • ახალი ვებ-გვერდი
  • ბრენდინგი
  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულიდამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების ვინაობა, ივლისის თვეში, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირება შესაძლებელია ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025 .

წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი - აჭარა ჯგუფი. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

R