15 მაისიდან, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“, რომელშიც მკითხველი ყოველთვის აქტიურად ერთვება, გრძელდება!
ამჯერად, თქვენ მიერ შეძენილი ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოები „კაცია – ადამიანი?!“ შეიძლება გახდეს პასუხი პენსიონერი დედის სასოწარკვეთილ კითხვაზე: „როგორ გადავარჩინო ჩემი შვილი, როცა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ სოციალური პენსიაა?“
ვის ვეხმარებით?
ქალბატონი ლია ტერაშვილი საოკუპაციო ხაზთან შვილთან ერთად ცხოვრობს. ის პენსიონერია და მარტო უვლის 42 წლის ვაჟს, რომელიც არაერთ მძიმე დაავადებას ებრძვის. ლოგინად ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი უსინათლოა, აქვს დამბლა და ახლახან, ექიმებმა მის მდგომარეობას ახალი, რთული დიაგნოზიც დაამატეს. საჭიროა ყოველდღიური მკურნალობა, ძვირადღირებული წამლები და სპეციალური კვება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია.
„ჩემი ბიჭი 42 წლისაა... უსინათლოა და ლოგინიდან ვერ დგება. ჩემი მოსავლელია. ახლა კიდევ ახალი ავადმყოფობა დაუდგინდა. მკურნალობა სჭირდება და... არ ვიცი, როგორ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. მე პენსიონერი ვარ და ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური პენსიაა.“ — ამბობს ქალბატონი ჩვენთან საუბრისას.
ოჯახის რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება — სივრცეში, სადაც ყოველდღიური არსებობა სავსეა ფიზიკური და ფსიქოლოგიური საფრთხეებით. ქალბატონი ლია შვილთან ერთად ცხოვრობს იმ ზონაში, სადაც ყოველი გატარებული დღე - ბრძოლაა. სოციალური სერვისები ხშირად რთულად ხელმისაწვდომია, ტრანსპორტი არ დადის რეგულარულად, და სახლიდან გასვლა ზოგჯერ საფრთხის შემცველიც კია. მედიკამენტებზე წვდომა გაძნელებული, რაც იმ პირობებში, როცა ოჯახის წევრი მძიმე ავადმყოფობით იტანჯება, ფაქტობრივად ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლას ნიშნავს.
სწორედ ასეთ რეალობაში უწევს ხანდაზმულ დედას — მარტო უვლიდეს სრულიად მასზე დამოკიდებულ შვილს. მარტო, პენსიით, ცივილიზაციას მოშორებით, არასტაბილურობის ზონაში, და მაინც — რწმენით, რომ სადღაც, ვიღაც არ იქნება გულგრილი...
და სწორედ ამ რწმენის გასამყარებლად შეგიძლიათ ჩაერთოთ აქციაში „გადაიხადე რამდენიც გინდა“, შეიძინოთ წიგნი და დაეხმაროთ ოჯახს.
*ფოტო აღებულია ინტერნეტიდან.
დღეს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ სწორედ ეს ადამიანი — ვინც სხვის ტკივილს გულთან მიიტანს და რეალურ ნაბიჯს გადადგამს მის დასახმარებლად.
აქცია უკვე მოქმედებს: წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე.
R