მსოფლიოს მეცნიერები დემენციის გამომწვევი მიზეზების ძიებას აგრძელებენ. ექიმები ცდილობენ უპასუხონ კითხვას: რა იწვევს დემენციას და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? ამ სფეროში ბოლო წლებში ბევრი აღმოჩენა გაკეთდა. მაგალითად, ადრე წერდნენ, რომ სისხლში ქოლესტერინის გარკვეულმა დონე შეიძლება დააჩქაროს დაავადების დაწყება, ხოლო უცხო ენების საფუძვლიანმა შესწავლამ პირიქით, გადაავადოს მისი განვითარება.
მეცნიერებმა ახლახანს დაასკვნეს, რომ ზოგადად სისხლძარღვების ცუდი მდგომარეობა და ვარიკოზის არსებობა შეიძლება დემენციის განვითარების შანსს ზრდიდეს. მაგრამ რა შეიძლება კიდევ გახდეს გამომწვევი მიზეზი? როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ტიპის სამსახური. საქმე აქ არ არის პროფესიაში, არამედ იმაში, თუ რა გრაფიკით ასრულებთ სამუშაოს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა 110 მუშაკზე, მათგან 32 მუშაობდა ზეგანაკვეთურად, ხოლო 78 - ჩვეულებრივი გრაფიკით. შედეგად გაკეთდა არასასიამოვნო დასკვნები: გადაღლა იწვევს კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში "Occupational And Environmental Medicine". საკვლევი პირების სამუშაო გრაფიკების ანალიზის შემდეგ, მკვლევარებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და სხვა ანალიზები ჩაუტარეს, რათა შეეფასებინათ, რამდენად ეფექტურად მუშაობდა მათი ტვინი.
აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც მიდრეკილნი არიან ზეგანაკვეთური სამუშაოსკენ, უფრო ხშირად იტანჯებიან "თავში ბუნდოვანობისა" და ემოციების რეგულირების პრობლემებისგან, და სწორედ ეს სიმპტომები ხდება პირველი დემენციის დასაწყისში. საინტერესოა, რომ ისინი, ვინც იღებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ძირითადად უფრო ახალგაზრდები იყვნენ და უფრო სწრაფად მუშაობდნენ, ვიდრე მათი კოლეგები, ამიტომ ისინი არ უჩიოდნენ, რომ იღლებიან ან რაიმეს ვერ ასწრებენ. მაგრამ მათმა ტვინმა საპირისპირო აჩვენა...
კვლევამ აჩვენა, რომ ჭარბი დატვირთვის მქონე ჯგუფში 19%-ით გაიზარდა მარცხენა კაუდალური შუა შუბლის ხვეულის მოცულობა. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ყურადღებაზე, სამუშაო მეხსიერებასა და ენობრივი მონაცემების დამუშავებაზე. ასევე შეინიშნა გარკვეული ცვლილებები სხვა არეებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყურადღებაზე, დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, ემოციების დამუშავებაზე, თვითშეგნებასა და სოციალური კონტექსტის გაგებაზე. ერთი შეხედვით, ეს კარგია, ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს უფრო "დატრენინგებული" ტვინი აქვთ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უარყოფითად აისახება კოგნიტურ ფუნქციებზე.
ზოგადად, ტვინის ეს ცვლილებები ხსნის, რატომ ხდებიან ზეგანაკვეთური მუშაობისკენ მიდრეკილი ადამიანები ასეთი გაღიზიანებულები.
ბევრი ექსპერტი განგაშს ტეხს: ზოგადად, ბევრ ქვეყანაში იზრდება დატვირთვა მუშაკებზე, ბევრ კომპანიაში ზეგანაკვეთური მუშაობა ნორმად ითვლება. გარდა ამისა, ბევრ თანამშრომელს აწუხებენ არასამუშაო დროს, აიძულებენ რომ 24/7-ზე კავშირზე იყვნენ. თუმცა, არარეგულირებულმა გრაფიკებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ადამიანის ტვინი უფრო ადრე "გადაიწვას", და მოხუცებულობითი დემენცია დაეწყოს მანამ, სანამ თანამშრომელი პენსიაზე გავა.
რას თვლიან მკვლევარები ზეგანაკვეთურ მუშაობად? კვირაში 52 საათზე მეტს. ანუ, 5/2 გრაფიკით არ უნდა იმუშაოთ 10 საათზე მეტს, თუ კვირაში 7 დღე მუშაობთ, დატვირთვა ისე გაანაწილეთ, რომ დღეში 7 საათზე მეტ ხანს არ იმუშაოთ. და არ დაგავიწყდეთ შესვენებების გაკეთება.