"ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა" - გიორგი მამარდაშვილი პატარა ენისთან ერთად ოჯახურ კადრებში გამოჩნდა - მშობლები

"ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა" - გიორგი მამარდაშვილი პატარა ენისთან ერთად ოჯახურ კადრებში გამოჩნდა

2025-05-17 10:25:35+04:00

სპორტული გვერდი Geo Team საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს. გიორგი კადრში შვილთან და მეუღლესათან ერთად ჩანს.

გიორგი მამარდაშვილსა და მის მეუღლეს, მოდელს, ელენე ეპიტაშვილს გოგონა ნოემბერში შეეძინათ, პატარას ენი დაარქვეს.

"ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა“ - ამბობდა ელენე ერთ-ერთ ინტერვიუში.