ბექა ხოფერია ოთხი შვილით სამი ცოლისგან, ოჯახის სიწმინდის დღეს დაესწრო - მშობლები

ბექა ხოფერია ოთხი შვილით სამი ცოლისგან, ოჯახის სიწმინდის დღეს დაესწრო

2025-05-18 10:22:57+04:00

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნა. რიგით მოქალაქეებთან ერთად საზეიმო მსვლელობაში ბევრი ცნობილი სახეც მონაწილეობდა. მათ შორის ბიზნესმენი, პოლიტიკოს ხათუნა ხოფერიას ვაჟი ბექა ხოფერია შვილებთან ერთად, რომლებიც 3 მეუღლისგან ჰყავს. ამის ამსახველი ფოტო ბექა ხოფერიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბექა ხოფერია მესამე ცოლს - სოფო ქურდიანს ცოტა ხნის წინ დაშორდა. მალევე გამოჩნდა ახალ რჩეულთან ერთად, რომელიც ნუცა ადამიაა. ნუცა წარსულში ირაკლი ალასანიას ვაჟზე იყო დაქორწინებული.

ბექას სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს, ნუცას კი ერთი ქალიშვილი ჰყავს ნიკა ალასანიასთან ქორწინებიდან.

snapinsta-1743253169-1747549015.app_471281651_18479472811021432_4460199985509834863_n_1080.jpg

"ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე" - ამ მინაწერით აქვეყნებს ოჯახურ ფოტოს ხათუნა ხოფერია.

img-20250518-103642-1747550311.jpg

რძლებთან კარგი ურთიერთობის შესახებ არაერთხელ აღუნიშნავს ხათუნა ხოფერიასაც.

"ისეთი კარგები არიან... 2 შვილზე 6 რძალი, 6 რძლისგან კი 8 შვილიშვილი მყავს. ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გოგონები ძალიან მომეხმარნენ. ცომს ზელდნენ, სახლში სანთელი იყო ანთებული და 90-ე ფსალმუნის წაკითხვა დავიწყე. ზეპირად ვკითხულობდი. შვილიშვილები გაკვირვებულები მიყურებდნენ. ისეთი საყვარლები იყვნენ... განსაკუთრებით, ლიზა, პატარა. ყველაფერს აკვირდებოდა. თიკუნამ წელს საოცარი პასკები დააცხო, თავისი კაფე გააკეთა. ასე, რომ რძლები ტრიალებენ, აკეთებენ... ჩემს გოგონებსაც ვასწავლი. მინდა, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. არ მინდა, რომ ჩემი ტრადიციები მოიშალოს. არაფერი ისე არ ამყარებს ოჯახს, შვილებთან ურთიერთობას, რამდენადაც ტრადიციები." - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ორი ვაჟისგან 6 რძალი და 8 შვილიშვილი მყავს, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ხათუნა ხოფერია
ცნობილი ბიზნესმენი და ოთხი შვილის მამა ბექა ხოფერია მესამე ცოლს დაშორდა და მისი ახალი რჩეული ირაკლი ალასანიას ყოფილი რძალია
ბექა ხოფერიას ზღაპრული ქორწილი სიცილიაში, რომელსაც მისი ყოფილი მეუღლეც ესწრებოდა - ვინ არის ბიზნესმენის რჩეული და რა ფოტოებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია