როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ მასწავლებლის შენიშვნებზე: "შეხედეთ სიტუაციას მასწავლებლის პერსპექტივიდან და ემპათია გამოვიჩინეთ მის მიმართ" - მშობლები

როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ მასწავლებლის შენიშვნებზე: "შეხედეთ სიტუაციას მასწავლებლის პერსპექტივიდან და ემპათია გამოვიჩინეთ მის მიმართ"

2025-05-19 11:37:37+04:00

მასწავლებლები ხშირად საყვედურობენ მშობლებს შვილების სწავლის ან ქცევის პრობლემების გამო. საჩივრები ბავშვზე, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და სასურველი სიტუაცია. ზოგადად პედაგოგებთან ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა აიგოს - არც ეს პოზიციაა გამართლებული: "ბოდიშს გიხდით, ჩემმა ზარმაცმა ისევ არ იცოდა გაკვეთილი?". და არც ეს პოზიცია "ნორმალურად აუხსენით, დააინტერესეთ და ისწავლის". მიდგომა უნდა იყოს ასეთი: "დამეხმარეთ, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია, ერთად უნდა მოვახერხოთ".

პედაგოგებთან საუბარი უმჯობესია ბავშვის გარეშე, არც შიშის, არც აგრესიის, არც დანაშაულის გრძნობით. მშვიდად, კეთილგანწყობით, თანაგრძნობით.

და როდესაც გესმით, რომ მასწავლებელი ჩივის ბავშვზე, — ცუდი ხელწერა აქვს, საშინაო დავალებებს არ ასრულებს, ხშირად ეფანტება ყურადღება, ვიღაცას უხეშად მოექცა ან ხმაურობს გაკვეთილებზე, როცა პედაგოგი ბავშვზე ჩივის, ბევრ მშობელს უჩნდება ბუნებრივი რეაქცია, აღიქვას ეს პირად კრიტიკად - როგორც მშობლის ან ოჯახის. პირველ რიგში გავმიჯნოთ პედაგოგის საჩივარი ჩვენი თვითშეფასებისგან. პედაგოგის საჩივარი ისე მიიღეთ, როგორც კონკრეტული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს გადაჭრას, და არა როგორც განაჩენი ან შეფასება თქვენზე ან თქვენს ოჯახზე. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო ობიექტურად, ემოციების გარეშე მიუდგეთ პრობლემას და კონსტრუქციულად იმუშაოთ მის მოგვარებაზე.

შეხედეთ სიტუაციას მასწავლებლის პერსპექტივიდან და ემპათია გამოვიჩინეთ მის მიმართ.

მასწავლებელი, როცა ჩივის ბავშვის ქცევაზე, ფაქტობრივად გვიზიარებს თავის სირთულეებს და განცდებს.საპასუხოდ, ნაცვლად თავდაცვითი ან კრიტიკული პოზიციისა, შევეცადოთ მასწავლებლის მიმართ პატივისცემით აღსავსე თანაგრძნობა გაგვიჩნდეს.

მაგალითად, გავაცნობიეროთ, რომ მასწავლებელს მართლაც უჭირს ყველა მოსწავლის ყურადღების შენარჩუნება და ცელქი ბავშვების დაშოშმინება.

თუ შევძლებთ ამ თანაგრძნობის გაჩენას, მაშინ უფრო ბუნებრივად და გულწრფელად შეგვეძლება ვაღიაროთ, რომ მასწავლებლის წინაშე მდგარი გამოწვევები ნამდვილად რთულია. ეს პოზიცია ქმნის საფუძველს კონსტრუქციული დიალოგისთვის და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.

შემდეგ შეგიძლიათ უპასუხოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მხრიდან, — მაგალითად, რომ ბავშვი ხვალ აუცილებლად ბოდიშს მოუხდის იმას, ვისაც უხეშად მოექცა. ან ჩაწერთ მას ნეიროფსიქოლოგიურ მეცადინეობებზე, რომ სწავლაში სირთულეები შემცირდეს. თქვენ გაქვთ სრული უფლება არ აიღოთ საკუთარ თავზე ის, რისი შესრულებაც ჯერჯერობით არ შეგიძლიათ. და შეგიძლიათ შესთავაზოთ პედაგოგს ერთად მოქმედება. მაგალითად ასე: ჩემს შვილს ჯერ უჭირს, ერთად ვიფიქროთ და განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მას, რომ უფრო ყურადღებიანი იყოს გაკვეთილებზე.