პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს 09:00 საათზე დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე პირველ კლასში დარეგისტრირება უკვე შეეძლოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ მოსწავლეებს,
22 მაისს კი, როგორც აღვნიშნეთ, საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
თუ წინა ეტაპებზე ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოახერხეთ, რეგისტრაციის მე-4 ეტაპიც გამოცხადდება. ამეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვისრეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეოთხე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.