სტრესის დონე გამოცდებზე დამოკიდებულია არა იმდენად დავალებების სირთულეზე, რამდენადაც მოსწავლის დამოკიდებულებაზე მათ მიმართ. ამის შესახებ ფსიქოლოგების არაერთ კვლევაშია ხაზგასმული.
როგორ შევამციროთ ნერვიულობა გამოცდებზე - ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა პროფესიონალების რჩევებს მდგომარეობის შემსუბუქება ნამდვილად შეუძლია. გამოცდების წინ სტრესის დონის შესამცირებლად, მშობლებმა და ბავშვებმა მშვიდად ჩამოაყალიბეთ სხვადასხვა პროგნოზი: ოპტიმისტური, პესიმისტური და რეალისტური, ასევე შეადგინეთ მოქმედების გეგმა უარესი შედეგის შემთხვევაში. მოვლენების ყოველი სცენარის განვითარებისთვის მზად იყავით. აბიტურიენტს, რომელიც ხედავს, რომ ოჯახი ყველა გამოსავლისთვის მზად არის და გაურკვევლობა არ ელოდება, უფრო მშვიდადაა და გამოცდაზეც მობილიზებულია. შეიძლება თქვენ რეალურად არც უშვებდეთ ცუდ სცენარს, მაგრამ ბავშვის გასაგონად და დასამშვიდებლად აჩვენეთ, რომ ყველა სცენარისთვის მზად ხართ.
ფსიქოლოგები ასევე განმარტავენ, როგორ უნდა განაწილდეს დატვირთვა გამოცდებისთვის მომზადებისას.
სახელმძღვანელოების ქაოტური შესწავლის ნაცვლად, სცადეთ შექმნათ მკაფიო გრაფიკი, სადაც ადგილი ექნება არა მხოლოდ მეცადინეობას, არამედ დასვენებასაც. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებს პორციებად და არა უზარმაზარი მოცულობით ერთბაშად.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის დამახსოვრებაში სრულფასოვან ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს.
მათ რჩევით, დასაძინებლად შუაღამემდე უნდა დაწვეთ, რადგან სწორედ ამ დროს ტვინი ყველაზე ეფექტურად ამუშავებს და სისტემატიზებას უკეთებს დღის განმავლობაში მიღებულ ცოდნას.