70%-მდე ფასდაკლება და დამატებით 30% ქეშბექი - „ბიბლუსი ჯგუფის“ აუთლეტ ბაზრობა ჰუალინგ პლაზაში მოეწყობა - მშობლები

70%-მდე ფასდაკლება და დამატებით 30% ქეშბექი - „ბიბლუსი ჯგუფის“ აუთლეტ ბაზრობა ჰუალინგ პლაზაში მოეწყობა

2025-05-21 11:39:23+04:00

„ბიბლუსი“, XS Toys, „პეპელა“ და Carter’s 23-25 მაისს ჰუალინგ პლაზაში (ჯუმბერ ლეჟავას N22) გრანდიოზულ აუთლეტ ბაზრობას აწყობენ. წარმოდგენილი ასორტიმენტის სრულ კოლექციაზე 40%-70% ფასდაკლება იმოქმედებს, დამატებით კი საქართველოს ბანკის ნებისმიერი მასტერქარდ ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30% ქეშბექს მიიღებენ. ქეშბექის ლიმიტი 100 ლარია.

როგორც კომპანიებში განმარტავენ, ბაზრობაზე მისულ სტუმრებს დაგხვდებათ:

  • წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანი ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის;
  • საბავშვო სათამაშოების დიდი ასორტიმენტი, მათ შორის: მუსიკალური ჟოზე, ბარბის თოჯინები, Hot Wheels-ის მანქანები, მეზღაპრე დათუნიები, ფაზლები და რბილი სათამაშოები;
  • ფერადი და კომფორტული საბავშვო ტანსაცმლის მრავალფეროვანი კოლექცია.

აუთლეტ ბაზრობა ჰუალინგ პლაზას მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, კარფურსა და მიჰაუსს შორის არსებულ სივრცეში მოეწყობა. ეს ადგილი სტუმრებს მარტივი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას აძლევს. მიმდებარედ კი პარკირების დიდი, უფასო ზონაა.

ესტუმრეთ აუთლეტ ბაზრობას 23-25 მაისს, 11:00-დან 21:00 საათამდე და ისარგებლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებითა და ქეშბექით.

როგორ მიხვიდეთ ჰუალინგ პლაზაში მარტივად - ლოკაცია

R