ალპინისტი და სამთო გიდინიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი Adrenaline ავრცელებს.
როგორც ირკვევა უბედური შემთხვევა დაშვებისას მოხდა.
"დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.
ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან. ", - ნათქვამია Adrenaline-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.