ქუთაისში მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. დანაშაული 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ირკვევა, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო,რა დროსაც 35 წლის თეიმურაზ ჩოგოვაძემ მეზობელს, 55 წლის იოსებ ხარაბაძეს დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი, მართალია, სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სამართალდამცველებმა 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს, დაკავებულს ბრალი წაუყენეს და სასამართლომაც უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე. მართალია, ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ ბრალდებული, მაგრამ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და დაკავებულ თეიმურაზ ჩოგოვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იმ დღეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულს ქუჩაში შეხვდა, რათა გაერკვია მათი უთანხმოების დეტალები, სწორედ ამ დროს დასრულდა მათი კონფლიქტი სისხლისღვრით. განაგრძეთ კითხვა