„მარო მაყაშვილის დღიურის“ სპეციალური საკოლექციო გამოცემის გაყიდვა 26 მაისს დაიწყება - მშობლები

„მარო მაყაშვილის დღიურის“ სპეციალური საკოლექციო გამოცემის გაყიდვა 26 მაისს დაიწყება

2025-05-23 11:40:02+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდის, ყველასთვის კარგად ნაცნობი და მისაბაძი სტუდენტი გოგონას, მარო მაყაშვილის დღიურს წიგნად გამოსცემს.

პირად ჩანაწერებსა და წერილებში კარგად ჩანს, თუ რას გრძნობდა და რა მიზნები ჰქონდა ახალგაზრდა გოგონას, რომლის გული და სული სრულად საქართველოსა და ქართველების კეთილდღეობისთვის იყო მიმართული. ის საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობდა. იმედი ჰქონდა, რომ მწერალი გამოვიდოდა და ყველა გაიცნობდა.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო.

19 წლის გოგონა გმირად იქცა არა მხოლოდ ომში დაღუპვით, არამედ იმით, თუ როგორ გააზრებულად აირჩია თავგანწირვა. მისი მაგალითი დღემდე შთაგონების წყაროა ყველა თაობისთვის.

2015 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა ეროვნული გმირის წოდება, რაც მას პირველი ქალად აქცევს, რომელმაც ეს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიიღო.

„პალიტრა L“ მკითხველს „მარო მაყაშვილის დღიურის“ ორ გამოცემას სთავაზობს. სტანდარტული წიგნის პარალელურად, 26 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება საკოლექციო ლიმიტირებულ გამოცემას, რომელიც 35 ლარი ეღირება და მის შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიებში შეძლებთ.

R