ტერი და შერილ კოტლები ჩარლსტონში მშვიდად ცხოვრობდნენ, 3 შვილს ზრდიდნენ, ერთმანეთი უყვარდათ, პერიოდულად კამათობდნენ, თუმცა მაინც ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ... ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტერის პირადი კრიზისი დაეწყო. მამაკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემცირებაში მოყვა. ოჯახს, რომელსაც 3 შვილი ჰყავდა, განსაკუთრებით გაუჭირდა. ტერი ახალი სამსახურის შოვნას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ...
ნელ-ნელა მეუღლესთან ურთიერთობაც გაუარესდა. მათი სახლიდან ჩხუბისა და ყვირილის ხმა ხშირად გადიოდა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს შერილმა ქორწინების ბეჭედი თითიდან დაუფიქრებლად მოიხსნა და ეზოში გადააგდო.
იმავე დღეს მამაკაცმა იარაღი აიღო, სააბაზანოში შეიკეტა და თავი მოიკლა. ადგილზე სასწრაფო დახმარება ძალიან სწრაფად მივიდა, თუმცა მამაკაცის გონზე მოყვანა ვერ შეძლეს. შერილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუღლის ორგანოები დონორად გამოეყენებინათ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
მართლაც, მსურველი მალევე გამოჩნდა. სონი გრემს გულის გადანერგვა სჭირდებოდა. მამაკაცი დონორს ერთ წელზე მეტხანს ელოდა და როგორც იქნა, მის ტელეფონზე სასიამოვნო ზარი გაისმა. მეტიც, ტერის გული მისთვის შესანიშნავი ვარიანტი აღმოჩნდა. ასეთი დამთხვევა ექიმებსაც კი გაუკვირდათ.
გრემი ჩარლსტონთან ახლოს ცხოვრობდა. 57 წლის ასაკში ქარხნის ხელმძღვანელი გახდა და ქალაქის ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. მას ოჯახიც ჰყავდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა იქამდე, ვიდრე საშიში ინფექცია არ დაემართა და სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, გული არ დააზიანა.
გულის გადანერგვამ წარმატებით ჩაიარა და გრემმა ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო. ხშირად აღნიშნავდა, რომ 33 წლის მამაკაცის გულმა მისი ყოველდღიურობა სრულად გარდაქმნა და თავადაც თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობდა. მამაკაცს გემოვნებაც კი შეეცვალა და, თითქოს, ტერის დაემსგავსა.
დრო გადიოდა. ერთ დღეს სონიმ გადაწყვიტა, დონორის ქვრივს დაკავშირებოდა და მისთვის მადლობა გადაეხადა. მისი საკონტაქტო ინფორმაცია საავადმყოფოდან აიღო და შერილი ვახშამზე დაპატიჟა. გრემი პირველივე წუთებიდან მიხვდა, რომ შერილი მისთვის იყო დაბადებული. ქალს თვალს ვერ აშორებდა...
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. ტერის ქვრივმა ამ პერიოდის განმავლობაში მეორედ დაქორწინება და შვილის გაჩენაც კი მოასწრო. თუმცა, ქალი არც მეორე ქორწინებაში იყო ბედნიერი. სონის გრძნობები კი არ ქრებოდა. საბოლოოდ, ოჯახი ორივემ მიატოვა და დაქორწინდნენ. ეს შერილისთვის მესამე ქორწინება იყო. სონი გრემს ფინანსურად არ უჭირდა და შესაბამისად, ფინანსები კონფლიქტის მიზეზი ვეღარ გახდებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ შერილი ახალ თავგადასავალში ჩაერთო. მას იმ ციხის მცველი შეუყვარდა, სადაც მედდად მუშაობდა. ამიტომ, სონის დაშორდა. ეს განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა და ხანმოკლე რომანის შემდეგ, შერილი სონი გრემს დაუბრუნდა.
შერილთან ერთად ცხოვრება სონისთვის იმდენად დიდ ფინანსებს მოითხოვდა, რომ მამაკაცი მალე ვალებში აღმოჩნდა. მუდმივი სტრესის ფონზე კი მენტალური პრობლემები შეექმნა...
საბოლოოდ, მამაკაცმა გადაწყვიტა, ის ნაბიჯი გადაედგა, რაც მისმა გულის დონორმა გააკეთა. 2008 წლის 4 აპრილს სანადირო თოფით სახლის უკან თავი მოიკლა... მან რეალურად ის ყველაფერი გაიმეორა, რაც დონორს შეემთხვა. ის ქალი შეუყვარდა, რომელიც ტერი კოტლს, და მასთან დაპირისპირება და ოჯახური პრობლემები გახდა მიზეზი, რის გამოც თავი მოიკლა...
საქმეზე გამოძიება დაიწყო. პოლიციისათვის ორი იდენტური ისტორია საეჭვო აღმოჩნდა, თუმცა მათ შერილს ვერაფერი დაუმტკიცეს.