მსახიობ ნინო მუმლაძის ვაჟი რონი უკვე 1 წლისაა.
"დღეს ყველაზე სიმპათიური პრინცი რონი 1 წლის გახდა", - წერს ნინო და რონის ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, ნინო 39 წლის ასაკში დაქორწინდა და გახდა დედა. ამ თემაზე სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა:
"სიყვარულს ასაკი არ გააჩნია. ზუსტად იმ ემოციით გავთხოვდი, რა ემოციაც 16 წლისას მექნებოდა და ზუსტად ისე დაფრინავდნენ პეპლები... ყველაფერს აქვს თავისი დრო ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ინდივიდუალურად. მაშინ მოდის შენთან რაღაც, როცა ეს საჭიროა. შეიძლება ის ცუდი გამოცდილებაც ადამიანს სჭირდება შემდეგში, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას... მე ცოტა შიში მქონდა ოჯახის შექმნის, იმდენად ვიყავი მიჩვეული ჩემი ცხოვრების რიტმს. ოჯახის შექმნა რუტინასთან ასოცირდებოდა და ამის ცოტა მეშინოდა... ოჯახის შექმნის სურვილი აქამდე არ მქონია... მოვიდა ეს გრძნობა იმ დროს, როცა საჭირო იყო... საზოგადოების ზეწოლა იყო ამ საკითხზე, რასაკვირველია. 25 წლიდან მესმის: "რატომ არ თხოვდები?" და "კიდევ მოიმატე?" ჭირივით მეზიზღება ეს სიტყვები... შეიძლება ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს ცუდია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგია, რომ დღეს ქალები ვფიქრობთ, რომ ჯერ შევდგეთ პიროვნებებად, კარიერული თვალსაზრისით შევქმნათ რაღაც, ვრეალიზდეთ და მერე უკვე სხვანაირად გავაანალიზოთ ქორწინება..."
ნინოს რჩეული მხატვარი გუგა გოგინაშვილია.