მხოლოდ 30 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის „ბედნიერი საათების“ ფარგლებში შეძლებთ 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ სამაგიდო თამაშები.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, აღნიშნული დროის შუალედში ესტუმრეთ პალიტრა L-ის ვებგვერდს მისამართზე https://palitral.ge/board-games და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი სამაგიდო თამაში 40%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზებით სარგებლობა ასევე შესაძლებელია „პალიტრა L“-ის აპლიკაციაშიც.
საიტზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი სამაგიდო თამაში, სხვადასხვა ასაკის კატეგორიაში. როგორც საბავშვო, ასევე მოზარდებისთვის: ლოტო, სამაგიდო პაზლები, შემეცნებითი ხასიათის თამაშები, ინტერაქციული წიგნები და სხვ.
სამაგიდო თამაშები დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ისინი არამხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად, არამედ ხელს უწყობს კომუნიკაციის, ლოგიკისა და სტრატეგიული აზროვნების განვითარებას. თამაშის პროცესში ადამიანები უფრო ახლოს იცნობენ ერთმანეთს, სწავლობენ გუნდურ მუშაობას, ამავე დროს ერთობიან და ისვენებენ ციფრული სამყაროსგან. სწორედ ამიტომ სამაგიდო თამაშები მრავალფეროვანი ასაკისა და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო არჩევანია.
შეგახსენებთ, რომ „ბედნიერი საათები“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ტრადიციული აქციაა, რომელიც მოიცავს წიგნების სხვადასხვა კატეგორიას და პერიოდულად ახარებს ერთგულ მკითხველს, განსაკუთრებული შეთავაზებებით.
R