"ამ საქციელის დღემდე მრცხვენია. ეს სირცხვილის გრძნობა ვერ მოვიშორე... მამაჩემი ისეთი შეძრწუნებული იყო, შემარცხვინა...." - ნინო ნადირაძე - მშობლები

"ამ საქციელის დღემდე მრცხვენია. ეს სირცხვილის გრძნობა ვერ მოვიშორე... მამაჩემი ისეთი შეძრწუნებული იყო, შემარცხვინა...." - ნინო ნადირაძე

2025-05-30 12:10:58+04:00

ექიმი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე გადაცემაში "სხვა რაკურსი" ბავშვობის ერთ შემთხვევას იხსენებს, რამაც მისი თქმით, მის ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა:

- მოვყვები ისტორიას, რამაც ჩემს ხასიათსა და ცხოვრების წესს მნიშვნელოვანი დაღი დაასვა. ჩემს ოჯახში ჯანსაღი საკვების კულტი იყო. ბავშვებს სახლის საჭმელი ნაკლებად გვიყვარდა. მომწონდა სკოლის კატლეტი, სოსისი... ამაზე მართლა ვგიჟდებოდი. პირველ კლასში ვიყავი, მუსიკაზე უნდა წავსულიყავი. მამამ მომაკითხა. ისე გამოვიდა, რომ ფანჯარა არ იყო და საჭმელს ვერსად შევჭამდი. სულ გამხდარი ვიყავი და სულ უჭმელი მერქვა. მათ არ იცოდნენ, რომ მე სკოლის ბუფეტში კარგად ვნაყრდებოდი... იმ დღეს მამამ სკოლის ბუფეტში შემიყვანა, 10 სოსისი იყიდა და მაგიდაზე დადო. უნივერსიტეტიდან მოდიოდა, ლექციები ჰქონდა, თავადაც მშიერი იყო. ავდექი და ყველა სოსისს ვუკბიჩე, რომ ყველა მე მეჭამა. მამაჩემი ისეთი შეძრწუნებული იყო... იქ ხომ შემარცხვინა, სახლშიც ამბობდა: "დაკბინა და დაყარა, ეს ვინ გამიზრდია?!" ამას სულ მიხსენებდა. ისეთი კომპლექსი ავიკიდე, რომ მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, რომ მეთავისე არ ვიყო. ეს ჩემთვის სიგნალი იყო, რომ ეგოისტი არ ვყოფილიყავი და მარტო ჩემს თავზე არ მეფიქრა. მთელი ჩემი აზროვნება აქედან დაიწყო, რომ არასდროს ეგოისტი არ უნდა ვიყო, უნდა გავუყო სხვას და შემდეგ ვიფიქრო ჩემზე. მაშინ ამის გამო ისე დავიტუქსე, ძალიან განვიცადე. ამ საქციელის დღემდე მრცხვენია. ეს სირცხვილის გრძნობა ვერ მოვიშორე.