იდეალური მხედველობა და სხარტი აზროვნება, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ძალიან გვეხმარება, რომ დეტალები ამოვიცნოთ, სხვადასხვა საკითხზე ვკონცენტრირდეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ და ირგვლივ არსებულ სამყაროში ადაპტირება მოვახერხოთ.
მხედველობის შესამოწმებლად ოფთალმოლოგთან ვიზიტი მნიშვნელოვანია. თუმცა, ხშირად სხვადასხვა სახალისო ტესტი, თავსატეხი თუ ოპტიკური ილუზია გვეხმარება, განვსაზღვროთ, რამდენად კარგი მხედველობა და აზროვნება გვაქვს.
დღეს ერთ ტესტს გაგიზიარებთ. თქვენი ამოცანაა, მოცემულ სურათებზე 10 წამში 5 განსხვავება იპოვოთ. როგორც ტესტის ავტორები ამბობენ, ასეთ მოკლე დროში ამოცანასთან გამკლავება მხოლოდ იდეალური მხედველობისა და სხარტი აზროვნების მქონე ადამიანებს შეუძლიათ: