ახალი "მის მსოფლიო" 21 წლის ტაილანდელი სტუდენტი გახდა, რომელიც მოხალისედ მუშაობს კლინიკაში და ონკოპაციენტ ქალებს ეხმარება - მშობლები

ახალი "მის მსოფლიო" 21 წლის ტაილანდელი სტუდენტი გახდა, რომელიც მოხალისედ მუშაობს კლინიკაში და ონკოპაციენტ ქალებს ეხმარება

2025-06-01 11:45:50+04:00

ოპალ სუჩატე ჩუანგსრი პირველი ტაილანდელია, ვინც ეს ტიტული მიიღო. 31 მაისს დასრულდა "მის მსოფლიოს" გამოსავლენი 72-ე კონკურსი ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში. 21 წლის ტაილანდელი სტუდენტი 180 ქვეყნის გოგონებს შორის გამოარჩიეს.

572x715-0xycpufnc7-5313724532252832483-1748764718.jpg

1784x2676-0xfvzons8y-5522330337776665857-1748764719.jpg

კონკურსზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გოგონა მრავალი წელია თავის ქვეყანაში მოდელობს და მსგავს კონკურსებში მონაწილეობს, ბევრჯერ გაიმარჯვა. შარშან "მის სამყარო 2024"-შიც მონაწილეობდა.

1440x1800-0xvoxto801-9122778331654608692-1748764719.jpg1440x1796-0xcfp3j8j8-7569153603771155623-1748764718.jpg

ოპალი 180 სმ სიმაღლისაა. გარდა მოდელობისა, ქველმოქმედებით არის დაკავებული - უსახლკარო ცხოველების დასახმარებელ ორგანიზაციაში და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებელ ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობს.

1075x1344-0xujvznctd-8032300015826653660-1748764718.jpg

"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თითოეული ქალის ხმა - დის, დედის, შვილისა და მებრძოლის. "მის მსოფლიოს" დახმარებით მე მაქვს საოცარი შესაძლებლობა საუბრის, რათა მსოფლიომ დაგვინახოს და მოგვისმინოს - სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულებს და მედპერსონალს, რომელიც მათ ეხმარება", - აღნიშნა ოპალმა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, ასევე პაციენტის მოვლასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.

1440x1800-0xy6djxe1s-0090084996904254173-1748764719.jpg970x1280-0xwgdtdkxc-1511884275959420837-1748764718.jpg

მეორე ადგილზე ეთიოპიელი გოგონა გავიდა, მესამეზე კი - პოლონელი.