სტატიის მხარდამჭერია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები
ავტორები:
თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი - პროფ. მარინე გორდელაძე
თსსუ ბავშვთა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი ელენე გაბუნია
მოგზაურობა არის ერთ-ერთი საუკეთესო და სასიამოვნო გზა ახალი გამოცდილებებისა და თავგადასავლების მისაღებად, ასევე სხვადასხვა კულტურისა და ხალხის გასაცნობად.პრინციპული განსხვავება დიაბეტიანთა და არადიაბეტიანთა მოგზაურობას და დასვენებას შორის არ არსებობს, თუმცა პირები, რომელთაც აქვთ დიაბეტი, საჭიროებენ მეტ ორგანიზებას და ყურადღებას. დიაბეტის მქონე პირები საჭიროებენ სისხლში გლუკოზის რეგულარულ კონტროლს, ინსულინის ყოველდღიურ მიწოდებას, ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას!
მოგზაურობისას კლიმატის და დროის სარტყელის ცვლილებამ, სტრესმა, გადამეტებულმა ფიზიკურმა აქტივობამ, კვების რეჟიმის დარღვევამ და სხვადასხვა გარემო ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის დონეზე. თუმცა, წინასწარი მომზადებით და სწორი მიდგომით, დიაბეტი არ უნდა გახდეს მოგზაურობისთვის დაბრკოლება. მომზადების ეტაპები:
ექიმთან კონსულტაცია: მოგზაურობის დაწყებამდე სასურველია ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციისა და ინსულინის დოზის ადექვატურობის შეფასება. ექიმი დაგეხმარებათ ინსულინის დოზების სწორად შერჩევაში.
საჭირო ნივთების სია: თან უნდა იქონიოთ - ინსულინისა და ჩხირების დამატებითი მარაგი (2-3ჯერ მეტი)
გლუკომეტრი, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის- CGM სისტემა - (თუ იყენებთ გათვალეთ სენსორის ხანგრძლივობა), შპრიც-კალმისტრები, თერმო ჩანთა. ჰიპოგლიკემიის პრევენციისთვის თან იქონიეთ გლუკაგონი, გლუკოზის აბები, წვენი, კანფეტები. ყველა ეს ნივთი უნდა ინახებოდეს ხელბარგში. ასევე თან იქონიეთ შესახვევი მასალა, გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, დამწვრობის მალამო, ს/ს საშუალებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების თავიდან ასაცილებლად და სხვა.საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: სამედიცინო სამაჯური ან ბარათი, სადაც მითითებულია დიაბეტის შესახებ ინფორმაცია, გადაუდებელი კონტაქტი და მედიკამენტების სია.
დიაბეტის მართვა მოგზაურობის დროს
ინსულინის შენახვის პირობები:
ცხელი ამინდი:- გამოიყენეთ გამაგრილებელი ჩანთა-მაცივარი , არ დატოვოთ მზეზე ან მანქანაში.- ზღვაზე სანაპიროზე შეინახეთ ჩრდილში, ნამიან პირსახოცში გახვეული ან თერმო ჩანთაში.
ცივი ამინდი: - არ გაყინოთ ინსულინი. შეინახეთ სხეულთან ახლოს, მაგ: ქურთუკის ჯიბეში- არ დატოვოთ ღამით სიცივეში მანქანაში.
ფრენისას:- ინსულინი უნდა გქონდეთ ხელბარგში, არ ჩააბაროთ!- თან ატარეთ ექიმის ცნობა
ინსულინის დაზიანების ნიშნები: -არ გამოიყენოთ: ამღვრეული, ნალექიანი, შეცვლილი ფერის ან უჩვეულო სუნის მქონე ინსულინი.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და მიიღეთ სიამოვნება მოგზაურობისგან!
იზრუნე წინასწარ - Caresens
R