ქეთევანი 15 წლის იყო, როდესაც მასზე სამმა ჯარისკაცმა სექსუალურად იძალადა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. გოგონაზე რუსმა, ყაზახმა და აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა იძალადეს. მას პოლიცია და ოჯახი მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. ბოლოს ნაწამები გოგონა აღმოაჩინეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ძლივს მოახერხეს. ქეთევანზე ამ ტრავმამ იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ მისი დავიწყება ვერ შეძლო. თავის ტვინი დაუზიანდა და დღემდე ლოგინსაა მიჯაჭვული. ამის შესახებ ინფორმაციას "ჩერნოვეცკის ფონდი" ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისაკენ მოუწოდებს.
ახლა ქეთევანის 56 წლისაა. მასზე და, ნანა, ზრუნავს, რომელიც არ დაოჯახებულა და მთელი ცხოვრება ქეთევანის მოვლას მიუძღვნა:
ნანა, ქეთევანის და: - ძალიან ნაწამები იყო. დანით უამრავი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. თავის ქალაში უამრავი ჰემატომა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ახლა 56 წლისაა, მისი გონება 15 წლის ასაკშია ჩარჩენილი. ჩემი დის გამო პოლიციის აკადემია დავამთავრე. აუცილებლად უნდა მეპოვა ის პირები, რომლებმაც ჩემს დაზე იძალადეს. დაუსჯელები არ დარჩენილან. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ლაგოდეხის საზღვრიდან გაიპარა, აზერბაიჯანელი იყო. თავისივე მანქანით ხეს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. მეორემ, რომელიც რუსი იყო, ჩემი დის გამო 21 წელი მოიხადა სასჯელი. ციხიდან დაბრუნებულმა ოჯახი შექმნა, შვილი შეეძინა. ხორბლის აღების დროს თავისი 4 წლის ბავშვი კომბაინით შემთხვევით აჩეხა. ამ შემთხვევის შემდეგ იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ თავი მოიკლა...
ძალიან ბევრი ექიმი, როგორც ადამიანს, ისე არ უყურებს ჩემს დას. "რატომ მოიყვანე?" "ამას აქ რა უნდა?" - მეუბნებიან. მწოლიარე მდგომარეობაში რომ არის, ნაწოლები უჩნდება, რადგან ეტლი არ მაქვს. მუდმივად ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. პამპერსები, ჰიგიენური საშუალებები სჭირდება. ამის შეძენის საშუალება ნამდვილად არ გამაჩნია.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ლაგოდეხი, მესხეთის ქ. ბინა 3.
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი
(დანიშნულება: ბოკერიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი" (e-commerce), „TBC ბანკი" (GeoPay), „ლიბერთი ბანკი" (PayGe), PayPal
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/1791-bokeria/
ასევე, შეგიძლიათ, გააგზავნოთ SMS ნომერზე 97100
ან დარეკოთ სპეციალურ ნომერზე: 0901200270