მარო მაყაშვილის დღიურზე ფასდაკლება „ბიბლუსის“ ქსელში კიდევ ერთი კვირით გრძელდება - მშობლები

მარო მაყაშვილის დღიურზე ფასდაკლება „ბიბლუსის“ ქსელში კიდევ ერთი კვირით გრძელდება

2025-06-02 14:34:10+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „პალიტრა L-მა“ გამოსცა მარო მაყაშვილის დღიურები, რომელიც 26 მაისიდან სპეციალურ ფასად არის ხელმისაწვდომი „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შეთავაზება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ფასდაკლებით წიგნის შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო დღიურის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემის ფასი 35 ლარია.

წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო.მარო მაყაშვილი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა, ოკუპაციის მსხვერპლი და საქართველოს ეროვნული გმირი. 1921 წლის 19 თებერვალს, ის მოწყალების და იყო, რომელიც თავისი დაჟინებული სურვილით იდგა თბილისში, იქ, სადაც ზარბაზნები ხმაურობდნენ. კიდევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მოზარდი, რომელსაც ძალიან ბევრი მიზანი, ოცნება და გულისტკივილი ჰქონდა. სწორედ ამ დროს ის წერდა დღიურს, რომლის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დარჩა. მარო ჰყვებოდა თავის ემოციებზე, სწავლაზე, წიგნებზე, მოგზაურობასა და მომავალ პროფესიაზე. ფიქრობდა პოლიტიკაზე და ქალების უფლებებზე, გვიზიარებდა წუხილს საქართველოს ბედზე.

R