თუ ინგლისური ენის გამრავალფეროვნება და ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ გატარება გსურთ - ბრიტანეთის საბჭო ინგლისურ ენაში საზაფხულო კურსებს გთავაზობთ - მშობლები

თუ ინგლისური ენის შესწავლა და ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ გატარება გსურთ - ბრიტანეთის საბჭო ინგლისურ ენაში საზაფხულო კურსებს გთავაზობთ

2025-06-02 16:48:00+04:00

თუ გსურთ ზაფხულის არდადეგები თქვენმა შვილებმა საინტერესოდ გაატარონ და ამასთან ხალისით და ეფექტურად ისწავლონ ინგლისური, მაშინ ბრიტანეთის საბჭოს საზაფხულო კურსები უნდა აირჩიოთ.

ბრიტანეთის საბჭო ბავშვებსა და მოზარდებს ინგლისურ ენაში საინტერესო და მრავალფეროვან საზაფხულო კურსებს სთავაზობს. მათი დახმარებითაც, ცოდნის გაღრმავებასაც შეძლებთ, არდადეგების პერიოდის ნაყოფიერად გამოყენებასაც მოახერხებთ და ახალი სასწავლო წლისთვის უკეთ მოემზადებით.

კვალიფიციური სპეციალისტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან თანამედროვე, თამაშსა და მრავალფეროვან აქტივობებზე დაფუძნებული მეთოდებით იმუშავებენ. ეს პერიოდი ბავშვებსა და მოზარდებს არა მხოლოდ ინგლისურის შესწავლასა და გაუმჯობესებაში, არამედ თვითშემეცნებასა და დროის საინტერესოდ გატარებაში დაეხმარება.

საზაფხულო კურსები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული.

ბრიტანეთის საბჭო 4-5 წლის ასაკის ბავშვებს ინოვაციურ, თამაშზე დაფუძნებულ პროგრამას სთავაზობს. მეთოდოლოგია მსოფლიოში ცნობილი არდმანის სტუდიის ანიმაციურ პერსონაჟზეა აგებული. შესაბამისად, ბავშვი ინგლისურს თამაშისა და ტიმის ისტორიების საშუალებით მარტივად და სასიამოვნოდ შეისწავლის. მოუსმენს მოთხრობებს, ნახავს ვიდეოებს, ჩაერთვება სიმღერისა და ცეკვის პროგრამებში, გაეცნობა ხელოვნებას, დროს საინტერესოდ გაატარებს და ტიმის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებს. გაეცნობა ცხოველთა სამყაროს, აღმოაჩენს ახალ ადგილებს, დახატავს და გამორჩეულ ნივთებს თავად შექმნის.

საზაფხულო კურსები 2025 წლის 7 ივლისიდან იწყება და 1 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 4 სრულიად დამოუკიდებელი კვირა და განსხვავებული პროგრამაა, რომლის განმავლობაში ბავშვები არაერთ საინტერესო თემას გაეცნობიან, ამ თემასთან დაკავშირებულ ინგლისურ სიტყვებს შეისწავლიან და სხვადასხვა პროექტში ჩაერთვებიან. თითოეული კვირის მოდული 10 საათს მოიცავს. დღეში ორი 60-წუთიანი გაკვეთილი ჩატარდება.

განრიგი კი ასეთია: 7-11 ივლისი; 14-18 ივლისი, 21-25 ივლისი, 28 ივლისი - 1 აგვისტო. შესაძლებელია მხოლოდ ერთ კვირიანი კურსის აღება, თუმცა მშობლები 2, 3 და 4 კვირასაც კი ირჩევენ.

ასეთივე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა ელით 6-10 წლის ბავშვებსაც. მხიარულ, ინგლისურენოვან გარემოში ჩვენ ირგვლივ არსებულ ბუნებრივ გარემოზე ბავშვები უფრო მეტს შეიტყობენ, გაეცნობიან უამრავ საინტერესო ფაქტს ცხოველებზე, სხეულსა და ჯანსაღ ცხოვრებაზე. გაიგებენ მითიური არსებებისა და ძლევამოსილი მეომრების შესახებ, ისწავლიან შესაბამის ინგლისურ სიტყვებს და სხვადასხვა თემატურ პროექტსა და აქტივობაში ჩაერთვებიან.

საზაფხულო კურსები 7 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით წარიმართება. ერთი დამოუკიდებელი კვირის მოდული 20 საათიან გაკვეთილებს მოიცავს. უფრო ზუსტად, დღეში ორი 2-საათიანი გაკვეთილი ჩატარდება. კვირების განრიგი კი ასეთია: 7-11 ივლისი; 14-18 ივლისი, 21-25 ივლისი, 28 ივლისი - 1 აგვისტო.

ბრიტანეთის საბჭოს საზაფხულო კურსები 11-13 წლის ბავშვებისთვისაც აქვს. საინტერესო თემების დახმარებით, გაეცნობით ისტორიას და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოავლენთ თქვენს შემოქმედებით უნარებს მუსიკის საშუალებით, შეისწავლით LEGO ფილმების სამყაროს და საბოლოოდ შეიტყობთ შექსპირის საიდუმლოებებს.

რაც მთავარია, გაკვეთილები ეფუძნება წიგნებს, ფილმებს და ბრიტანეთის საბჭოს კუთვნილ უნიკალურ რესურსებს.

საზაფხულო კურსები 7 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით წარიმართება. ერთი კვირის მოდული 20 საათიან გაკვეთილებს მოიცავს. დღეში ორი 2-საათიანი გაკვეთილი ჩატარდება. კვირების განრიგი კი ასეთია: 7-11 ივლისი; 14-18 ივლისი, 21-25 ივლისი, 28 ივლისი - 1 აგვისტო.

წელს სიახლე გვაქვს. ზაფხულის არდადეგების საინტერესოდ გატარებასა და ინგლისური ენის გაუმჯობესებას შეძლებენ 14-17 წლის მოზარდებიც, რომლებსაც ბრიტანეთის საბჭო კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. 4 კვირის განმავლობაში გაეცნობით უჩვეულო სპორტის სახეობებსა და ეწვევით საინტერესო ადგილებს, გამოავლენთ თქვენს შემოქმედებით უნარებს მომავლის ჭკვიანი სახლების დიზაინის საშუალებით, შეისწავლით მუზეუმების სამყაროს და, ბოლოს, გაერთობით სამაგიდო თამაშებით.

საზაფხულო კურსები აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მოზარდებისთვისაც 7 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით წარიმართება. თითოეული დღე დაყოფილია 2 ორსაათიან გაკვეთილად და 2-საათიან დამატებითი აქტივობების სესიად. ამ შემთხვევაშიც, როგორც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაძლებელია მხოლოდ ერთკვირიანი კურსის აღება, თუმცა მშობლები 2, 3 და 4 კვირასაც კი ირჩევენ.

თანატოლებთან ურთიერთობა, უნიკალური სასწავლო პროგრამა, სახალისო აქტივობები, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა, ბევრი დადებითი ემოცია და ფერადი დღეები - მაშინ, როდესაც მშობლებს ყველაზე მეტად სურთ, რომ ბავშვებმა დასვენება შეძლონ და თანაც მომდევნო სასწავლო წლისთვის გარკვეული ცოდნა დააგროვონ, ეს მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

საზაფხულო კურსების მეცადინეობები ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრებში ჩატარდება კერძოდ, თბილისში რუსთაველის გამზ 34-ში ან შევჩენკოს ქ. N1-ში. რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. მსურველებმა პირველ რიგში უნდა დაჯავშნონ უფასო კონსულტაცია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდიდან. ასევე შესაძლებელია დაუკავშირდეთ ბრიტანეთის საბჭოს მომხმარებელთა მომსახურების გუნდს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

R