სოფო ნიჟარაძემ 5 წლის წინ ამერიკაში იმშობიარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვის მამა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სააკაშვილმა დაწერა.
სოფო და ალისა რამდენჯერმე იყვნენ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. მომღერალს ამ დრომდე საჯაროდ არ უსაუბრია ექსპრეზიდენტთან ურთიერთობაზე. თუმცა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" შვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოგონას სახელი მამამ დაარქვა.
"ალისკა არის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. როცა პირველად დავინახე, გავგიჟდი, რომ ეს ჩემი შვილი იყო. შემდეგ უკვე შემოვიდა სხვა გრძნობები, მზრუნველობა, პასუხისმგებლობა... თვალწინ მიდგას ახლაც მისი დაბადება და დღეს რომ ვუყურებ, უკვე რა დიდი გოგოა. ორსულობაში სულ წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა, თუმცა სულ სხვანაირია რეალობაში. ძალიან აქტიურია, მომთხოვნი, მბრძანებელი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გათამამებულია. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კონტაქტურია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში გაჩნდა".