ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ უფროსი შვილის ოქროს დაბადების დღე აღნიშნეს - წვეულებას პატარა ნინაც ესწრებოდა (ფოტო+ვიდეო) - მშობლები

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ უფროსი შვილის ოქროს დაბადების დღე აღნიშნეს - წვეულებას პატარა ნინაც ესწრებოდა (ფოტო+ვიდეო)

2025-06-03 09:33:05+04:00

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი გიო 2 წლის გახდა. გიოს ოქროს დაბადების დღე ჰქონდა - 2 ივნისს 2 წლის გახდა. წვეულება ღია ცის ქვეშ მოუწყვეს მშობლებმა, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში. რა თქმა უნდა, მას ირაკლის და ლიზას უმცროსი ქალიშვილი ნინაც ესწრებოდა, რომლის ფოტოები ჯერ არ საჯაროვდება.

503042664-18508714756044875-3885919378674884632-n-1748929088..jpg

503367503-18508714645044875-4262858463794372840-n-1748929088..jpg503319383-18508722004044875-22370895168254763-n-1748929088..jpg503310732-18508714852044875-7312846116722663460-n-1748929088..jpg

ირაკლი და ლიზა თავადაც გაერთნენ შვილის დაბადების დღეზე. წყვილს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ორივე აღნიშნავს, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ. ცოტა ხნის წინ "პრაიმ შოუში" ირაკლიმ ამის შესახებ აღნიშნა:

"ჩემსა და ლიზას შორის 17 წელია სხვაობა. მე მიმაჩნია, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია. ამ შემთხვევაში ურთიერთობის წარმატება არ არის დამოკიდებული ციფრებზე. გაცილებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად, რომ ეს ურთიერთობა იყოს აგებული სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ვიდრე ის, რომ ჩემს პასპორტში პირობითად ერთი ციფრი წერია და მასთან - სხვა. მე მიმაჩნია, რომ ახლა, ამ ასაკში ემოციურად მომწიფებული ვარ და ნებისმიერ სიტუაციას, რაზეც ლიზას ასაკში შეიძლებოდა სულ სხვა რეაქცია მქონოდა, აფექტური ვყოფილიყავი... მეტი რისკი იქნებოდა, რომ ჩვენ, ერთი ასაკის ადამიანები გაცილებით ხშირად ვნახავდით საკამათო თემებს და მეტი კონფლიქტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე ახლა. შეიძლება ეს იმაში ვლინდება, რომ უფრო მეტად დამთმობი ვარ. და არ მიმაჩნია, რომ ეს ცუდია. ცოტა უფრო გლობალურად ვუყურებ ამ ურთიერთობას და ვხვდები, რა არის ჩემთვის მთავარი ფასეულობა, ის რაღაც პატარ-პატარა ემოციური, უმნიშვნელო აფეთქებები აღარ მაქვს... აქედან მინდა ლიზას კიდევ ერთხელ ჩემი სიყვარული დავუდასტურო. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი მეუღლე და ვარ უბედნიერესი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ 17-წლიან სხვაობას".