ნებისმიერი მშობელი აღიარებს, რომ სწავლის პროცესში საუკეთესო შედეგებს ბავშვი მააშინ აღწევს, როცა თავადაა მონდომებული. მოტივაციაზე დიდი ძალა არაფერს აქვს, მით უმეტეს, დაძალებითა და დამუნათებით მიღებული შედეგები ვერასდროს შეედრება მოტივაციით მიღწეულ წარმატებებს.
ამიტომ მშობლები პირველ რიგში იმ გზებს ეძებენ, თუ როგორ გაუჩინონ შვილს სწავლისა და წარმატების მიღწევის სურვილი.
კარგი ამბავი ისაა, რომ ყველა ბავშვში ჩადებულია ცნობისმოყვარეობა და ახლის შემეცნებისკენ სწრაფვა - სწავლის, გაგების და რამეში კარგად გარკვევის სურვილი. უბრალოდ ყველა სხვადასხვანაირად ითვისებს ინფორმაციას - მეთოდი და ტემპი შეიძლება განსხვავდებოდეს, ხოლო სკოლის ფორმატი ძირითადად ვერბალურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტზეა გათვლილი. ეს მეთოდი კი ყველასთვის შესაფერისი არ არის.
თუ ეს თქვენი ბავშვის შემთხვევაა, შესაძლოა მისთვის ცოდნის მისაღებად ალტერნატიული გზებიც ეძებოთ და დაეხმაროთ საკუთარი ინტერესის პოვნაში.
ცუდი ამბავი ისაა, რომ მშობლები სურთ მოტივაცია რაღაცნაირად გარედან ჩაუნერგონ. გარედან მხოლოდ ბავშვის სტიმულირება შეგვიძლია (თუ კარგ ნიშნებს მიიღებ, რაღაცას გიყიდი), მაგრამ ეს ნამდვილი მოტივაციის განვითარებას ხელს არ უწყობს.
ნამდვილი მოტივაცია ყოველთვის მხოლოდ შიგნიდან იბადება. მას ჩიპივით ვერ ჩავსვამთ ან მცენარივით ვერ გადავრგავთ. მოტივაცია ესაა "მინდა ვცადო, მინდა ვიცოდე, მინდა გავაკეთო".
მაგრამ არის მეორე კარგი ამბავიც: ბავშვის მოტივაცია - კერძოდ, სწავლისადმი - მართლაც შეიძლება განვითარდეს, მასზე შეიძლება მუშაობა.
მოტივაციის შესახებ მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ მხოლოდ დადებითი მტკიცებულების ხარჯზე მუშაობს: როდესაც ბავშვი თავისი მოქმედებებიდან დადებით უკუკავშირს იღებს - არა მხოლოდ ადამიანებისგან, არამედ სამყაროდან, ცხოვრებისგან, ემოციებისგან - მას უნდა კვლავ გააგრძელოს.
ამიტომ "არ გამოგივიდა" ან "შეიძლებოდა უკეთ გაგეკეთებინა"-ს ნაცვლად შესაფერისია ფრაზები: "აქ ძალიან კარგად გამოვიდა", "ნახე, დღეს ბევრად უკეთ გამოგივიდა, ვიდრე გუშინ, შენც ხომ ხედავ პროგრესს?"
სწავლისადმი მოტივაცია ყოველდღიური კონკრეტული მოქმედებებია, რომლებიც ეხმარება, გააცნობიეროს "მე ამის კეტება გამომდის და ძალიან ბედნიერი ვარ".
დაეხმარებით ბავშვის მოტივაციის განვითარებას, თუ: