ჰოლივუდში ახალი ტენდენცია იკვეთება - ცნობილი სახეები ცდილობენ სულიერ წონასწორობას და შინაგან სიმშვიდეს პროფესიონალების დახმარებით მიაღწიონ. ხშირად, როდესაც ცნობილი ადამიანები ინტერვიუებში სილამაზის საიდუმლოებაზე საუბრობენ, ისინი არა ძვირი კოსმეტიკისა და კოსმეტოლოგიური პროცედურების, არამედ ჯანსაღი ჩვევების შესახებ ჰყვებიან.
თუმცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის შესახებ, შეუძლია თუ არა 9-საათიან ძილს, მედიტაციას, იოგას და გარემომცველთა მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ნაოჭების მოშორება. სინამდვილეში, რაღაც ხარისხით, ეს მაინც შესაძლებელია.
არ არის საიდუმლო, რომ მსუბუქი სტრესი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, რადგან ის ეხმარება ზოგიერთი დამცავი სისტემის, მათ შორის იმუნური სისტემის გააქტიურებაში. თუმცა ძლიერი გადაცდომები უკვე დამღუპველია - როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე სილამაზისთვის.
დოქტორი ჯონათან კუო აშშ-ში ახალი ვარსკვლავია. ის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ექიმია, რომელმაც განათლება ბოსტონის უნივერსიტეტში მიიღო (ძირითადი სპეციალობა - ანესთეზიოლოგია), ახლა თავს ბიოჰაკერს უწოდებს.
მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ის პაციენტებს არ უწერს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს. დიდი თანხის სანაცვლოდ ცნობილ სახეებს სტრესისგან და შიშისგან სრულად განთავისუფლებას ჰპირდება, ანუ არწმუნებს, რომ მათ ცხოვრებას მშვიდსა და გაწონასწორებულს გახდის.
მეცნიერული თვალსაზრისით - ეს არ არის ცარიელი სიტყვები და არც შარლატანიზმი. ყველას, ვინც მიმართავს დოქტორ ჯონათან კუოს კლინიკას, სისხლის ანალიზს უტარებენ სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეზე, ხოლო შემდეგ ტარდება პროცედურა სახელწოდებით "ნეირო-რესეტი".
ეს პროცედურა საშუალებას იძლევა დროებით დაიბლოკოს სიგნალები შიშის ცენტრებთან და შეამციროს სტრესის ჰორმონების გამომუშავება იმის ხარჯზე, რომ პაციენტი წყვეტს ფონური შფოთვის განცდას.
New York Post-ის მიხედვით, პროცედურის უპირატესობებია სექსუალური აქტივობის ზრდაც. არის პროცედურებიც, რომლებიც უკვე კონკრეტულად გაახალგაზრდავებაზეა მიმართული, კლინიკაში ამას "სხეულის ოპტიმიზაციას" უწოდებენ.
ვითარება დოქტორ ჯონათან კუოს ცენტრში სამკურნალო დაწესებულებას არ ჰგავს: კლინიკაში ყველაფერი უფრო ელიტარულ სპა-ცენტრს მოგაგონებთ, რომელიც სავსეა ცნობილი სახეებით. მის კლიენტებს შორის არიან ცნობილი მსახიობი ჯასტინ ბალდონი, ილონ მასკის ძმა და კიდევ ბევრი სელებრითი, რომელთა დიდი ნაწილი ანონიმურობას ამჯობინებს. კუოს კლიენტებს შორის რამდენიმე სამეფო ოჯახის წევრიცაა.
საინტერესოა, რომ შიშისა და სტრესისგან განთავისუფლება შესაძლებელია ფსიქოთერაპიის საშუალებითაც, მაგრამ ეს ხანგრძლივია და ხშირად არაა კომფორტული პროცესი, რადგან ტრავმულ გამოცდილებაში ჩაღრმავებას გულისხმობს. დოქტორ ჯონათან კუოს მეთოდიკის შემთხვევაში კი პრობლემას რამდენიმე ინექცია წყვეტს.