,,ზრუნვა +“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს - მშობლები

,,ზრუნვა +“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს

2025-06-03 17:07:28+04:00

„ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალურად შექმნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით - „ზრუნვა +“ .

აღნიშნული შეთავაზება აერთიანებს როგორც ჯანმრთელობის სერვისებს, ისე სიცოცხლის დაზღვევას, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას და კიბოს რისკისგან დაზღვევას.

„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, კოლაბორაციის ფარგლებში ქართულ ბაზარზე შემოვიტანეთ ხელმისაწვდომი და ამასთანავე საზოგადოებისთვის საჭირო ერთობლივი პროდუქტები. ჩვენი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ სადაზღვევო სისტემაში მეტი მოქალაქის ჩართვას. ამ მიმართულებით, ლიბერთი ბანკთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და ექსკლუზიურად, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს. რადგან, ბევრს არ მიუწვდება ხელი მაღალი დონის ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ამ ერთობლივი პროექტით, ლიბერთის მომხმარებლები, მინიმალურ ფასად შეძლებენ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ სიახლეს და ინოვაციურ პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - გურამ მუსხელიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორი.

„ლიბერთი აგრძელებს უნივერსალიზაციის სტრატეგიას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. ამასთანავე, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ჩვენს მომხმარებელზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ჯიპიასთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალი, ინოვაციური, სადაზღვევო პროდუქტი.

ლიბერთი ბანკმა შეისწავლა მომხმარებლების საჭიროებები და ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობით, სწორედ მომხმარებლებზე ორიენტირებული და ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეთავაზება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - „ზრუნვა +“ შეიქმნა.

„ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეიდან ლიბერთის მომხმარებლები, მიიღებენ უფასო მომსახურებას ოჯახის ექიმთან, ფასდაკლებებს ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე, ასევე დამატებით შეღავათებსსტომატოლოგიურ მომსახურებასა და სააფთიაქო ქსელებში. ვიმედოვნებთ, ჩვენი მომხმარებლები, საბანკო სერვისებთან ერთად,სამედიცინოსერვისებით, კიდევ უფრო მარტივად,ხელმისაწვდომად და ხარისხიანად ისარგებლებენ“, - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 24 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური დაზღვევის სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)