ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილმა სახელი შეიცვალა. ახლა 19 წლის შაილო თავს ში ჯოლის სახელით წარადგენს. ამის შესახებ ლოს-ანჯელესში Isabel Marant-ის ბრენდის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სადაც გოგონა ერთ-ერთი საცეკვაო ნომრის ქორეოგრაფად გამოდიოდა - იუწყება Page Six.
შაილო უკვე რამდენიმე წელია პროფესიონალურად ცეკვავს. ის ფაქტი, რომ ახლა ის დამოუკიდებლად დგამს ნომრებს სცენაზე, მისი კარიერის ახალ ეტაპად დაასახელეს. მედიაში ასევე ივარაუდეს, რომ გოგონას ახალი სახელი მის სცენურ ფსევდონიმად იქცევა.
ადრე იყო ცნობილი, რომ მშობლების სკანდალური განქორწინების ფონზე შაილომ, რომელიც ჯოლისა და პიტის უფროსი ბიოლოგიური ქალიშვილია, მამის გვარიც უარყო და დედის გვარი აიღო. დოკუმენტების მიხედვით ის ახლა შაილო ნუველ ჯოლია. ინსაიდერების თქმით, ბრედ პიტმა გაიგო ამის შესახებ და "ძალიან ეწყინა". პიტის გვარზე უარის თქმის შესახებაც განაცხადეს წყვილის ორმა იშვილებულმა შვილმა - ზაჰარამ და მედოქსმაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს სულ ექვსი შვილი ჰყავს. 2006 წლის მაისში დაიბადა მსახიობების ქალიშვილი შაილო, ხოლო 2008 წლის 12 ივლისს - ტყუპი ნოქსი და ვივიენი. პიტმა ასევე ოფიციალურად იშვილა ჯოლის ნაშვილები შვილები - 23 წლის მედოქსი, 19 წლის ზაჰარა და 21 წლის პაქსი. ამჟამად პიტის მემკვიდრეები პრაქტიკულად არ ურთიერთობენ მასთან.
ჯოლი და ბრედ პიტი საბოლოოდ გასული წლის დეკემბრის ბოლოს განქორწინდნენ. მოგვიანებით მსახიობმა ოფიციალურად უარი თქვა შვილებზე ერთობლივ მზრუნველობაზე ანჯელინა ჯოლის სასარგებლოდ. მან თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზოგიერთი მათგანი სრულწლოვანია და უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რამდენი დრო გაატაროს მამასთან და სჭირდება თუ არა მათ ეს შეხვედრები.