როგორ მოქმედებს დარღვეული ოჯახი  მოზარდების ქცევაზე: "გააჩნია იმასაც,  განქორწინებული მშობლები პარტნიორებთან ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე" - მშობლები

როგორ მოქმედებს დარღვეული ოჯახი  მოზარდების ქცევაზე: "გააჩნია იმასაც,  განქორწინებული მშობლები პარტნიორებთან ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე"

2025-06-05 11:17:31+04:00

შვედმა მეცნიერებმა 2016–2019 წლების განმავლობაში 14–15 წლის თითქმის 4 000 მოზარდის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ოჯახის სტრუქტურას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოზარდების ქცევაზე — განსაკუთრებით იმაზე, თუ რამდენად ხშირად არღვევენ ისინი კანონს.

აღმოჩნდა, რომ იმ მოზარდებთან შედარებით, ვინც ორივე ბიოლოგიურ მშობელთან ერთად ცხოვრობს, იმათ, ვინც არასრული ოჯახური სტრუქტურის პირობებში იზრდება, ბევრად უფრო ხშირად აქვთ კანონდარღვევის შემთხვევები — მაგალითად, მაღაზიაში ქურდობა, ძარცვა და სხვა მსგავსი ქმედებები.

განსაკუთრებით მაღალია რისკი შემდეგ შემთხვევებში:

  • მოზარდები, რომლებიც მხოლოდ მამასთან ცხოვრობენ — ორჯერ მეტად მიდრეკილნი არიან სამართალდარღვევისკენ;
  • მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ მხოლოდ დედასთან ან მამისა და მამინაცვლის ოჯახში ნახევარით უფრო მაღალი რისკი აარმოაჩნდათ
  • ხოლო დედისა და მამინაცვლის ოჯახში მცხოვრები მოზარდები — ორჯერ მეტად არღვევენ წესებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია მშობლებს შორის "სიმეტრია" — თუ ორივე მშობელს ჰყავს ახალი პარტნიორი ან ორივე მარტოა, ბავშვების სამართალდარღვევის რისკი შედარებით დაბალია. მაგრამ თუ მხოლოდ ერთ მშობელს ჰყავს ახალი პარტნიორი და მეორეს — არა, მაშინ ბავშვის კანონის დარღვევის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ეს მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ მოზარდის გარემო და ოჯახის სტაბილურობა პირდაპირ აისახება მის ქცევასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის.