პრეეკლამფსია ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზიაა, რომლის მთავარი სიმპტომები არის მაღალი წნევა და შარდში ცილის არსებობა.
ეს არის საკმაოდ მძიმე გართულება, რომელსაც სათანადო მართვა სჭირდება. პროგრესირებადი პრეეკლამფსია შეიძლება ეკლამფსიაში გადაიზარდოს და პაციენტს სხვა სიმპტომებთან ერთად გულყრაც დაეწყოს.
მნიშვნელოვანია, ორსულმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და მკურნალ ექიმთან ერთად მართოს პრეეკლამფსია, რათა მძიმე შედეგები აიცილოს თავიდან.
ვინ არის პრეეკლამფსიის რისკ ჯგუფში და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია?
პრეეკლამფსიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რისკ-ფაქტორები, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება გართულება წარმოიშვას, მაგალითად: პირველი ორსულობა, გენეტიკური განწყობა, 18 წლამდე ორსულობა ან 35 წელზე უფროსი ასაკი, მრავალნაყოფიანი ორსულობა, ჭარბი წონა და ქრონიკული ჰიპერტენზია.
არსებობს პრეეკლამფსიის მსუბუქი და მძიმე ფორმები. მდგომარეობის შეფასება ხდება როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არტერიული წნევისა და შარდში ცილის მაჩვენებლებზე დაყრდნობით. გართულება მსუბუქად მიიჩნევა, როდესაც წნევა 150-100 მმ-ს არ აღემატება, ცილის მაჩვენებელი გ’ლ-ზე ნაკლებია და ორსული სხვა გართულებებს არ უჩივის. მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უჩივის მძიმე ტოქსიკოზს, წნევის მაჩვენებლები იზრდება, თავს იჩენს თავის ტკივილი, შეშუპება, მხედველობის დაქვეითება და სხვა. უკვე გართულებულ შემთხვევაში ხდება თავის ტვინში სისხლის მიწოდების მკვეთრი დაქვეითება, რაც გულყრას იწვევს.
პრეეკლამფსიის დროს ირღვევა ნაყოფის სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს ჟანგბადის მიწოდების შეფერხებას. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რათა დედასა და ნაყოფს საფრთხე არ დაემუქროს.
მკურნალობა გულისხმობს არტერიული წნევის დარეგულირებასა და მის კონტროლს, ასევე გულყრის პრევენციასა და ოპტიმალურ ვადაზე მშობიარობას.
გასათვალისწინებელია, რომ პრეეკლამფსია შეიძლება განვითარდეს მშობიარობის შემდეგაც, ამიტომ სიმპტომების შემთხვევაში მკურნალ ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია.
რაც შეეხება პრევენციას, ამის აბსოლუტური შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა წნევის მუდმივი კონტროლით მისი დროულად აღმოჩენა შესაძლებელია. პრეეკლამფსიის ადრეულ ეტაპზე მართვა დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ დამატებითი გართულებები - ორგანოების დაზიანება, გულყრა და ნაყოფისთვის საფრთხის შექმნა.
წნევის კომფორტულად, მარტივად და რაც მთავარია, სრული სიზუსტით კონტროლში დაგეხმარებათ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატები Microlife-ისგან, რადგან ის არ საჭიროებს მეორე პირის ჩართულობას, არის მარტივი, აქვს ისტორიის დამახსოვრების ფუნქციონალი, რაც ექიმთან ვიზიტისას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომატიკის უკეთ აღწერაში დაგეხმარებათ.
„მიკროლაიფი“ (Microlife) არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომლის ტონომეტრები აღჭურვილია AFIB (ფიბრილაციის) დეტექციის ფუნქციით, რაც გულისხმობს გულისცემის დარღვევის აღმოჩენასა და არითმიის გამოვლენას. მისი გამოყენება ხელს უწყობს პრეეკლამფსიისა და ინსულტის პრევენციას. ყველა მოდელი ტესტირებულია კლინიკურად (ESH, BHS, AAMI) და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით როგორც ექიმებისთვის, ასევე საოჯახო გამოყენებისთვის.
წნევის გაზომვის პროცესში „მიკროლაიფის“ ტონომეტრი ავტომატურად აკეთებს სამ გაზომვას და აჩვენებს საშუალო მნიშვნელობას, რაც ამცირებს ცდომილების რისკს. აპარატების ზოგიერთ მოდელს აქვს Bluetooth კავშირი და იმართება აპლიკაციითაც (Microlife Connected Health+), რაც წნევის კონტროლს კიდევ უფრო ამარტივებს. მისი საშუალებით მონაცემებს გადავიტანთ მობილურ მოწყობილობაში და სულ რამდენიმე წამში გავუზიარებთ ჩვენს მკურნალ ექიმს.
„მიკროლაიფის“ ტონომეტრები წარმოდგენილია PSP-ს ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შესარჩევად მიჰყევით ბმულს.
R