"ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს, წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა" - ტრაგედია სამტრედიაში - მშობლები

"ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს, წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა" - ტრაგედია სამტრედიაში

2025-06-05 23:44:02+04:00
სამტრედიაში, 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ უმძიმეს ფაქტს ადგილობრივები ადასტურებენ და ვერ ამბობენ, რა გახდა ამხელა ტრაგედიის მიზეზი.

გოგონა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბა კულაშში ცხოვრობდა და როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ამბობს, ამ დილით ხელში ჩააკვდა მშობლებს.

ყველაფერი ისე უცებ დატრიალდა, რომ პატარას სასწრაფოს ბრიგადამ ვერ მოუსწრო.

"ამ დილით მოხდა ეს საშინელი ფაქტი. მიზეზი არ ვიცი. ბავშვს რამდენიმე თვის წინ რაღაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ზუსტად არ ვიცი, რა ოპერაცია გაუკეთდა. დღეს დილით ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში. არ ვიცი რა ვთქვა, საშინელება დატრიალდა, ერთადერთი შვილი ჰყავდათ, მალე 5 წლის გახდებოდა. მართლა საშინელება მოხდა. როგორი საყვარელი ბავშვი იყო ლილე, ჩემი შვილიშვილების ტოლია და რამდენჯერ ქუჩაში ვნახავდი, ვეფერებოდი. ახლოს ცხოვრობენ ჩემს სახლთან, მაგრამ ისე განვიცადე ეს ამბავი, ჯერ მათ სახლში სამძიმარზე ვერ შევედი. განაგრძეთ კითხვა