ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ნინო ვაშაკიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს სისხლის ჯგუფების მიხედვით რა პროდუქტები არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომ შეშუპება და დისკომფორტი თავიდან აირიდონ:
- ძალიან ბევრი პაციენტის შემთხვევა დაგვიგროვდა, სადაც დავინახეთ, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება, როდესაც სისხლის ჯგუფის მიხედვით განსაზღვრულ კვებაზე გადავიდნენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიცაა.
ერთ-ერთი არასასურველი პროდუქტი კარტოფილია. კარტოფილზე ყველანაირი ბაქტერია კარგად მრავლდება და ეს ბაქტერიები შემდეგ ჩვენ გვაზიანებენ. მაგრამ, თუ, მაგალითად, სპორტსმენები დღის პირველ ნახევარში მიირთმევენ, ეს მათ არ შეაშუპებს, იმიტომ, რომ მოძრაობენ. ქართულ სუფრაზე ყველაფერს მიირთმევდნენ და შემდეგ ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ამიტომ, კალორიების დახარჯვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ზოგადად, იმ ადამიანებმა, რომლებსაც სისხლის პირველი ჯგუფი აქვთ, ხორცი აუცილებლად უნდა ჭამონ. მათ ცილა აუცილებლად სჭირდებათ. რომ არ შეშუპდნენ, უნდა ამოიღონ კარტოფილი, ხაჭო, არაჟანი, რძე, ფორთოხალი, მანდარინი, ბადრიჯანი, კომბოსტო.
პირველი, მეორე და მესამე ჯგუფი ერთმანეთს ჰგავს. თუმცა, ძირითადი განსხვავება ის არის, რომ სისხლის მეორე ჯგუფის მქონე ადამიანებს ხორცი აშუპებს. მონელება უჭირთ, დიდხანსაა ორგანიზმში და აშუპებს. თავადაც მქონდა გამოცდილება. მეორე ჯგუფის სისხლი მაქვს. არ მიყვარდა ხორცი, მაგრამ მაინც ვჭამდი და შეშუპებული დავდიოდი. საღამოს კვებაში კვერცხი რომ ჩავრთოთ, ის ენერგიის გამოყოფაში დაგვეხმარება. სისხლის მეორე ჯგუფის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიირთვან: კარტოფილი, კომბოსტო, ხაჭო, არაჟანი, რძე, ბადრიჯანი. მაწონი და ნადუღი შესაძლებელია. მაწონი პირველ ჯგუფთან მჟავიანობას მაღლა წევს, ამიტომ დააკვირდით და ისე მიირთვით.
მესამე ჯგუფთან ქათამი იკრძალება. რომ დავაკვირდი, წონის მატებასა და შეშუპებას ნამდვილად იწვევს. თუმცა, მთავარი ენერგიის დახარჯვაა. სისხლის მესამე ჯგუფის მქონე ადამიანები სხვებთან შედარებით, კომბოსტოსა და ბადრიჯანს უფრო ინელებენ, თუმცა უნდა დააკვირდნენ.
აქვე აღვნიშნავ, რომ პირველ ჯგუფს პომიდორი, ტომატი ეჭმევა. ხოლო, მეორე ჯგუფისთვის არ შეიძლება.
მეოთხე ჯგუფს ძალიან ბევრი რამ ეჭმევა და პირიქითად, ბევრი რამ აკრძალულია. მეოთხე ჯგუფის წარმომადგენლები ძალიან ინდივიდუალურები არიან. მაგრამ, ზოგადი კონცეფციით, მათ არც ქათამი და არც საქონლის ხორცი არ ეჭმევათ. ბატკნის ხორცი შესაძლებელია.
იხილეთ გადაცემა ვრცლად: