თუ ხშირად გაწუხებთ შეშუპება, ეს შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მათ შორის, კვება და ფიზიკური აქტივობაც აღსანიშნავია. ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა შეიძლება სხეულის შეშუპების მიზეზი გახდეს:
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ძალიან ბევრ სერიოზულ დაავადებას შეშუპება ახლავს. თუმცა, დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. ახლა საუბარია იმაზე, რაც ჯანმრთელ ადამიანს ემართება და აწუხებს. პრობლემა ხერხემალთანაა კავშირში. ხერხემლიდან ინერვაცია რომ ირღვევა, ლიმფური სადინარები სათანადოდ ვერ მუშაობს. ასევე, ვერ მუშაობს კაპილარები, კუნთი, რაც განაპირობებს იმას, რომ სითხე გროვდება. როდესაც სხეული მთლიანად შუპდება, ძირითადად, პრობლემა საკვებთანაა დაკავშირებული. ასევე, რა თქმა უნდა, შეშუპება უმოძრაობასაც უკავშირდება. თუ წელის მალები კარგი გაქვს, ფეხი არ უნდა გიშუპდებოდეს... დღის ბოლოსაც კი არა.
ეკლესიაში ხანგრძლივად რომ დგანან, რატომღაც ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი აცვიათ. ჰგონიათ, რომ კომფორტული და კარგია, რაც ასე არ არის. 3-4-სანტიმეტრიანი ქუსლი მაინც უნდა იყოს. ოდნავი შემაღლებაც რომ იყოს, ესეც საქმეს აკეთებს. გარდა ამისა, უმარტივესი ვარჯიშია ფეხის წვერებზე ასვლა. ქართული ცეკვა არაჩვეულებრივი იოგაა. ამიტომ, ატარეთ შვილები, რომ ბაზა მივცეთ.
თუ ხანგრძლივად გიწევთ დგომა, მსგავსი პატარა მოძრაობები გააკეთეთ. ასევე, თუ ადამიანი სწორად დადის, სწორი ფეხსაცმელი აცვია, ფეხით სიარულის დროს არავითარ შემთხვევაში არ დაიღლება. არც ფეხი შეუშუპდება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. აქვე აღვნიშნავ, რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, თუ ბევრ წყალს დალევენ, არ შეშუპდებიან. ბევრ წყალს რომ დალევთ, ბევრი უნდა იმოძრაოთ, რომ სითხე ქსოვილებში შევიდეს. ბევრი წყალი და უმოძრაობა შეშუპებას იწვევს.
იხილეთ გადაცემა ვრცლად: