ნანუკა გულუას და კახაბერ კაშიას მესამე შვილი ეყოლათ.
"მადლობა ჩემო კეთილო ადამიანებო! ულამაზესი კირა კაშია დაიბადა", - წერს ნანუკა სოციალურ ქსელში და პატარა კირას პირველ ფოტოებს აქვეყნებს.
მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, გამომწერებთან საუბრისას ნანუკას ჰკითხეს, გეგმავს თუ არა მეოთხე შვილის გაჩენას, რაზეც უფრო ვრცლად, ვიდეომიმართვით უპასუხა:
"მე-4 შვილსაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, მაგრამ ამ ორსულობაში ხერხემლის ტკივილმა და სავარაუდოდ თიაქარმა, რომელსაც ვერ ვუმკურნალე, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდო, ძალიან მიჭირს ეს ორსულობა, ძალიან დიდი ტკივილები გადამაქვს და შესაბამისად, მეოთხე შვილს ალბათ აღარ გავაჩენ".